x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იაპონელების 6 ჩვევა, რომელიც ყველა უცხოელს შოკში აგდებს

image


იაპონია ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ევროპელთა უმეტესობისთვის გაუგებარი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების მქონე ქვეყნად. დასაქმებულებს ხელმძღვანელობა დასვენების დღეების აღებას აიძულებს, იპონელთა ირგვლივ უამრავი ანიმე თემაა, ქალები კი სახეს ჩვეულებრივ იპარსავენ. რატომ აკეთებენ ისინი ამ ყოველივეს? ამას სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.



ნიღბების შოუ


image


იაპონელებმა სამედიცინო ნიღბების ტარება ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყეს, რაც ჩასული ტურისტებისთვის ერთგვარი შოკი იყო, და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ნიღბის ტარება ყველაზე ხშირად სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს. იაპონიაში კი ნიღბებს გრიპის ვირუსისგან, ყვავილობისას მცენარეების მტვრისგან და ასევე ბინძური ჰაერისგან თავის დასაცავად ატარებენ. დროთა განმავლობაში ნიღბებმა პრაქტიკული ფუნქციის შესრულება შეწყვიტეს და მხოლოდ მოდური აქსესუარის ნაწილად იქცნენ.



საყვარელი დეტალები


image


მოგეხსენებათ, რომ იაპონელების დიდი უმრავლესობა საოცრად შრომისმოყვარეა. არანორმირებული სამუშაო დღე და გადაჭარბებული დატვირთვა ადამიანების უმეტესობას მუდმივ სტრესში ამყოფებს, ხოლო იმისთვის რომ მოსახლეობა დეპრესიაში არ ჩავარდეს, იაპონიის ქუჩები და შენობები სავსეა სხვადასხვა საყვარელი დეტალებით, ბევრ ქალაქში ზღაპრის გმირებისა და ცხოველების სტილიზებული სასკოლო ავტობუსები დადის, გაზონებსა და ღობეებზე კი სახალისო ცხრილებია გამოკიდული, ხოლო კაფეეში პატარა, საყვარელი ცხოველის გამოსახულებიანი ქაფიანი ყავით გაგიმასპინძლდებიან. ყველა ეს სასიამოვნო დეტალი კი შრომისმოყვარე იაპონელების ნაცრისფერი ყოველდღიურობის გასაფერადებლად არის შექმნილი.





ნაგვის შეგროვების თავისებურებები


image



ბევრ ტურისტს ძალიან უკვირს რომ იაპონელები ნაგავს ქუჩაში არ ყრიან. მეტიც, ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ქუჩებში ნაგვის კონტეინერები უბრალოდ არ დგას. მათთვის გარკვეული ადგილებია გამოყოფილი. ჩასულ სტუმრებს კიდევ უფრო უკვირთ ის ფაქტი, რომ ნაგვის გადაყრა შესაძლებელია მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილი კვირის საათებსა და დღეებში, მაგალითად, ოთხშაბათობით 10 საათამდე. იაპონიაში ნარჩენები საგულდაგულოდ არის დახარისხებული და იყოფა - წვად, არაწვად, გადამუშავებად და მოცულობით ნივთებად. ყველაზე ხშირად წვადი ნარჩენების გადაყრა შეიძლება კვირაში - ორჯერ, დაუწვავი და გადამუშავებადი ნაგვის გადაყრა კვირაში - ერთხელ, ქაღალდის, მუყაოსა და მოცულობითი ნივთების გადაყრა კი - მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ არის შესაძლებელი.




სახისა და ხელების გაპარსვა


image


ეს შეიძლება ვიღაცისთვის ნამდვილი შოკი იყოს, მაგრამ იაპონიაში გაპარსვა სტანდარტული ყოველდღიური კოსმეტიკური პროცედურაა, საუბარი არ არის ფეხებიდან თმის მოცილების სტანდარტულ პროცედურაზე ან მამაკაცების მიერ სახის გაპარსვაზე. დიახ, დიახ, ბევრი იაპონელი ქალი ყოველდღიურად იპარსავს სახესა და ხელებს. ეს მანიპულაციები არა მხოლოდ არასასურველი თმის მოსაცილებლად, არამედ კანის მკვდარი უჯრედებისგან გასაწმენდად ტარდება, ამ პროცედურის წყალობით იაპონელი ქალების სახე ძალიან გლუვია, კანი კი ფაიფურის მსგავად გამოიყურება. შესაძლოა, სწორედ ამის გამო ახერხებენ ამ ქვეყნის ქალბატონები დაბერების პროცესის შენელებას.



იძულებითი საჩუქრები


image


შვებულებიდან დაბრუნებულმა იაპონელმა საჩუქრები უნდა გაუკეთოს იმ კოლეგებს, რომლებმაც მისი არყოფნის პერიოდში მის ფუნქცია - მოვალეობები გადაინაწილეს. იაპონიაში თავაზიანობის ამ ჟესტს "ომიაგეს" უწოდებენ, ყველაზე ხშირად ასეთ სიტუაციებში იაპონელები ერთმანეთს ჩაის, დელიკატესებსა ან ტკბილეულს ჩუქნიან. ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ძალიან პრაქტიკულები არიან, ამიტომ ისინი ერთმანეთს საჩუქრად გასაღების საკიდს, მაგნიტებსა თუ ღია ბარათებს არ ჩუქნიან.




მაკიაჟი მუქ ფერებში


image


მოდა იაპონიაში - ცალკე თემაა, რომელიც ტურისტების ყურადღებას იპყრობს. "ამომავალი მზის" ქვეყანაში თითქმის ყოველ კუთხეში შეხვდებით ანიმაციური ფილმებისა და კომიქსების გმირების კოსტიუმებში გამოწყობილ ადამიანებს. ყოველი ახალგაზრდა გოგონა კი ვამპირის ეშვებსა ან ელფის ყურებზე ოცნებობს.










0
488
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
488