x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქალების ისტორიული ფოტოები, რომლებიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ!

image


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ისტორიული ფოტოების სერიას, რომელშიც ექსკლუზიურად მხოლოდ ქალების პორტრეტებია თავმოყრილი. მიზანი კი მათი წარმოუდგენელი მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის ჩვენება იყო, ასევე იმის დემონსტრირება თუ რამდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მათ მსოფლიო ისტორიაში. მათ შორის იპოვეს ადგილი მათაც, ვინც ურთულეს პირობებში გადარჩენა მოახერხა, ვინც გმირობა ჩაიდინა, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეცნიერებასა და კულტურაში და კოსმოსიც კი დაიპყრო. მათი გზა მარტივი არ ყოფილა, მათ ბევრი წინააღმდეგობა გადალახეს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლის ბოლომდე მაინც საოცრად შთამაგონებლები დარჩნენ.


image


ქალები არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ არაერთი დიდებული ადამიანის მუზებიც იყვნენ. გავიხსენოთ მაგალითად, 1950 წლის ეს ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ ნაზად კოცნის სალვადორ დალი ხელზე თავის მოდელს მადლიერების ნიშნად. ეს ქალბატონი კი ვინც ვერ იცანით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, რაკელ უელჩი გახლავთ, რომლის გარეშეც ეს დიდებული ხელოვანი თავის ახალ შედევრს ნამდვილად ვერ შექმნიდა.


image


აი, საცურაო კოსტიუმიც ამას ჰქვია! დამეთანხმეთ, რომ 1980-იანებისთვის აღნიშნული ფასონი საკმაოდ თამამი იყო. ფოტო სსრკ-ს სილამაზის პირველ კონკურსზეა გადაღებული.


image


იმისთვის, რომ ქალბატონებს სანაპიროზე გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, მათ თან პორტატული გასახდელები უნდა ეტარებინათ. ფოტო აშშ-ში 1938 წელს არის გადაღებული. კარგია, რომ დღეს ქალებს მისი ტარება უკვე აღარ უწევთ.



image



1920 წლით დათარიღებული ფრანგ მემაქმანეთა ნატიფი გემოვნებით შესრულებული ნამუშევრის ფოტო, ასეთი სილამაზის შესაქმნელად დაახლოებით ერთი წელი იყო საჭირო.



image



ვერასდროს გამოიცნობთ, რას აკეთებს იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფერეტი. არა, ის ყველს არ ყნოსავს და არც სძინავს, გოგონა უბრალოდ ცხვირის მოფხანას ცდილობს, რაც სკაფანდრში არც ისეთი მარტივი საქმეა.


image



ეს კი ყველასთვის საყვარელი და ცნობილი აგათა კრისტია! ფოტოს გადაღების დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო. მკერდზე ჯვარი კი იმიტომ აქვს გამოსახული რომ ის პირველი მსოფლიო ომის დროს მედდად მუშაობდა, 1914 წელი


image


ჯეიზა გერი - გახლავთ ისტორიაში პირველი მოდელი "გველის ტყავით", რომელმაც თითქმის ყველა წამყვანი ტაბლოიდური ჟურნალის მთავარი გვერდები დაიპყრო. მისი კანი ასე იქთიოზის გამო გამოიყურება, რომელიც საკმაოდ იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებაა.


image


1908 წელს ლონდონში IV ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, სადაც სიმაღლეზე ხტომაში გოგონებიც ასპარეზობდნენ. უბრალოდ შეხედეთ, როგორ ჭიმავს სპორტსმენი ფეხს!


image


ელა ჰარპერი იგივე "გოგონა - აქლემი" 1870 წელს იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა. მისი მუხლის სახსრები მეორე მხარეს სპეციფიკურად იყო გადმობრუნებული, რის გამოც მას ნორმალურად სიარული არ შეეძლო, მაშინ ასეთი ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ცირკში ახდენდნენ, და ელამაც იქ დიდ წარმატებას მიაღწია! გოგონა თავისი სასიამოვნო სახისა და გენეტიკური დაავადების კონტრასტულობის წყალობით კვირაში 5000 დოლარამდე გამოიმუშავებდა. ელა ჰარპერი 1921 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.



image


ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის........ ალბათ, როგორც თავადაც მიხვდით, ეს ტუჩსაცხის რეკლამაა, 1955 წელი


image


გარუჯვა უკვე დიდი ხანია რაც მოდურ ტრენდად იქცა. 1940-იან წლებში შეერთებულ შტატებში ასეთ ავტომატებს ყველგან ნახავდით, რომელთა საშუალებითაც გარუჯვა სულ რამდენიმე წუთში იყო შესაძლებელი, თუმცა უცნობია რამდენად უსაფრთხო იყო ავტორუჯის შემადგენლობა


image


საინტერესოა, ამისთანა რა სიტყვით გამოვიდა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივანი, ვლადისლავ გომულკა 1960 წელს რომ აღლუმის მონაწილე ახალგაზრდა გოგონა ასე აღაფრთოვანა, როგორც ჩანს, მაღალჩინოსნის სიტყვა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა!









0
1399
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1399