x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
150 წლის საიდუმლო: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საიდუმლო კლუბი
image
ექსკლუზიური ჯენტლმენთა კლუბი მდებარეობს ტყის სიღრმეში და გასაიდუმლოებულია. სხვადასხვა დროს მას სტუმრობდნენ ჰენრი კისინჯერი, ბილ გეითსი, კლინტ ისტვუდი და მილიარდერი ჯონ კლუგე.



აშშ-ში არის იდუმალი კლუბი "ბოჰემური ზონა", რომელიც მდებარეობს კალიფორნიის უღრან ტყეში . მხოლოდ უმდიდრეს ხალხს შეუძლია მისი მონახულებას. ამის შესახებ Daily Star წერს.



შეერთებულ შტატებში ამ უაღრესად დაცული ტერიტორიის უკან არის ექსკლუზიური ჯენტლმენთა კლუბი, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ასრულებენ რიტუალებს. მათ იქ შეუძლიათ გართობა და არ ნერვიულობენ იმაზე, რომ ისინი შეიძლება ვინმემ დაინახოს.


150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, "ბოჰემური ზონა" საიდუმლოებით იყო მოცული აშშ-ს მოსახლეობის 99%-თვის. მაგრამ ახლა, ყოფილი თანამშრომლების განცხადებების წყალობით, რომლებმაც ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, საბოლოოდ გახდა ცნობილი, რა ხდება იქ რეალურად.



image



Air Mail-თან საუბრისას, სამმა ყოფილმა მსახურმა, რომლებიც მუშაობდნენ ორგანიზაციაში, რომლებსაც ესწრებოდნენ ჰენრი კისინჯერი, ბილ გეითსი, კლინტ ისტვუდი, მილიარდერი ჯონ კლუგე და IBM-ის დამფუძნებელი თომას უოტსონ უმცროსი გავს კოლეჯის სწავლებას, მხოლოდ დიდი ფულით და საუკეთესო ალკოჰოლით. მათ აღნიშნეს, რომ ნარკოტიკები აკრძალულია, ისევე როგორც ტელეფონები და კამერები, სავარაუდოდ, ვინმემ რომ არ გადაიღოს მომენტი, როდესაც მდიდრები ასრულებენ ცეცხლის რიტუალს გიგანტური ბუს ქანდაკებასთან.


„ბოჰემურ ზონაში არაფერი ისეთი უჩვეოლო არ ხდება, რომ დათვრნენ გონების დაკარგვამდე.“ - ნათქვამია პოსტში.



ყოფილი მუშაკების თქმით, ბანაკში მიირთმევენ ცხელ შოკოლადის კოქტეილს, რომელშიც დამატებულია ცხენის ტრანკვილიზატორი, რომელიც ცნობილია როგორც ნემბუტალი, რაც იწვევს ზოგიერთ მონაწილის "ნაწლავებისა და შარდის ბუშტის კონტროლის დაკარგვას". გარდა ამისა, ბანაკი დაყოფილია რამდენიმე პატარა ზონად, რომელთაგან ერთ-ერთს „მონასტერი“ ჰქვია.



„მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს ბანაკში მიგვეტანა საუზმე, სადილი, ვახშამი, საჭმელები, შუაღამის საჭმელები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველანი ვმუშაობდით დღეში 18 საათს რვა დღე ზედიზედ. გასული წელი ჩემთვის გარდამტეხი იყო, როდესაც მივხვდი, რომ ისინი თავის სასარგებლოდ გვხმარობენ. ამ ბიჭებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ პირს დავკეტავდი.“- თქვა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.


image



კლუბი დაარსდა 1872 წელს ჟურნალისტების, მწერლებისა და მსახიობების ჯგუფის მიერ. ამჟამად მას აქვს დაახლოებით 35 მილიონი ფუნტი აქტივები და 2020 წელს გამოიმუშავა 4 მილიონ ფუნტზე მეტი, ამ დროს კი დანარჩენი მსოფლიო დახურული იყო COVID-19 პანდემიის გამო.



კლუბის წარმომადგენელმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ თანამშრომლები ზედმეტად მუშაობენ და არასაკმარის ანაზღაურებას იღებენ, ისიც კი უარყო, რომ ისინი ოდესმე დასაქმებულები იყვნენ მათთან.



"კლუბმა შეისწავლა ყველა ბრალდება და ცხადია, რომ სარჩელში მოცემული პრეტენზიები წარმოდგენილია იმ პირების მიერ, რომლებსაც არასდროს უმუშავიათ "ბოჰემურ ზონაში" და ამიტომ კლუბი არ იქნება ამ სარჩელის მხარე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სამი ადამიანი არ მუშაობდა ჩვენთან.. ეს სარჩელი არის გამჭვირვალე მცდელობა ბანაკის პირად საქმეებში ჩარევის.“ - განაცხადა მან.


0
857
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
857
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0