x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მინი-სასტუმრო ბორბლებზე კომპანია "ფორდისგან"

image

მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ვარიანტია, როდესაც მოგზაურობთ ოჯახთან ან მეგობრულ კომპანიასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბორბლებიან სახლით.


მაგრამ ბევრს არ მოსწონს უზარმაზარი ტრანსპორტის ტლანქი მოძრაობა და მათთან დაკავშირებული სხვა სირთულეები, მაგრამ ახლა ყველაფერი უკვე სხვაგვარადაა!


როგორც კი გაიგებთ, თუ რა ფუნქციები აკისრია ამ "ფორდს", უმალ ყველა აქამდე არსებული სტერეოტიპები დაიმსხვრევა.



პიკაპები ყოველთვის მიეკუთვნებოდნენ დიდი პოტენციალის მქონე მანქანების კატეგორიას - აქვთ კარგი გამავლობის უნარი, გამძლე და საიმედოა. ამიტომ, ასეთი მანქანიდან ავტო სახლის დამზადების იდეა სულაც არ არის ახალი.


ყველაზე გავრცელებული შემთხვევა იყო ის, რომ მექანიკოსები უბრალოდ ამონტაჟებდნენ საცხოვრებლის მოდულს მანქანის ღია საბარგულზე, მაგრამ Ford F-750 World Cruiser-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.


უფრო მეტიც, ამ მანქანას ბევრად უფრო სწორი იქნება, ვუწოდოთ არა სახლი ბორბლებზე, არამედ მობილური მინიატურული სასტუმრო ბორბლებზე.


ავტომობილის ზომებმა შესაძლებელი გახადა რამდენიმე მოდულის ერთდროულად განთავსება. აქ არის სამზარეულო, ტუალეტი, საშხაპე, სათავსო და, რა თქმა უნდა, მოსასვენებელი ოთახი.


შიდა სივრცის ზომის უკეთ გასაგებად, წარმოიდგინეთ, რომ მანქანიდან თუ მთელ შიგთავსს ამოიღებთ, იქ მსუბუქი ავტომობილი თავისუფლად ჩაეტევა.



ავტომობილის კარს გააღებთ თუა არა, იქ წარმოუდგენლად ფართო ინტერიერი დაგხვდებათ .


ამ პიკაპის სიგრძე 9, 7 მ-ია სიმაღლე 3, 6 მეტრი, ხოლო სიგანე 2, 5 მეტრი. ასეთი შთამბეჭდავი ზომები საშუალებას გაძლევთ ჩატვირთოთ მანქანაში ყველაფერი, რაც გჭირდებათ არა მხოლოდ სალონში, არამედ მის გარეთაც. საბარგულში ეტევა მსუბუქი ავტომობილი!

image

ამ მანქანის კიდევ ძალიან საინტერესო ელემენტია საბარგული სახურავზე, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სპორტული აღჭურვილობა, თუნდაც ორიოდე კვადროციკლი, ან კიდევ სხვა რამე.

image


უფრო მეტიც, ზედა საბარგულის დატვირთვა ძალზე მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი - ამისათვის ინჟინრებმა დამაონტაჟეს ელექტრო ჯალამბარი და დასაკეცი პლატფორმა.

image

image

image



F-750 World Cruiser-ის "გული" არის Cummins-ის 7.2-ლიტრიანი ძრავა 1200 ნმ ბრუნვით. მგზავრების გარდა, მას თავისუფლად შეუძლია დამატებით 4 ტონა ტვირთის გადაზიდვა ინჟნრებმა ყველაფერი მცირე დეტალებამდე მოიფიქრეს, მოგზაურ ავანტიურისტთა განკარგულებაშია წყლის ავზები, ჯალამბარი, ფილტრები, სპეციალურად გამოყოფილი ადგილები გაზის ბალონებისათვის, ელექტროენერგიის სათადარიგო წყარო და ელექტრო გენერატორი. ეს არის შესანიშნავი მანქანა ხანგრძლივი კომფორტული მოგზაურობისთვის, მაგრამ ამ Ford-ს ერთადერთი მინუსი აქვს:მისი ფასი 6 მილიონი დოლარიდან იწყება.



1
197
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
2023, 1 სექტემბერი, 23:25
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1