x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
სალმა ჰაიეკის ახალმა ფოტომ ღრმა დეკოლტეთი თაყვანისმცემლების აღფრთოვანება გამოიწვია

image

შერონ სტოუნმაც კი თავი ვერ შეიკავა

სალმა ჰაიეკი მშობლიურ მექსიკაში ისვენებს.


მექსიკური ფესვების მქონე მსახიობი ოჯახთან ერთად სამშობლოში გაემგზავრა: მილიარდერ ქმართან ფრანსუა-ჰენრი პინოსთან და შვილებთან ერთად.



56 წლის ვარსკვლავი პლაჟისთვის განკუთვნილ პიკანტურ სამოსში პოზირებდა, რითაც თავისი თაყვანისმცემლები გაახარა.


მდიდრული ვილის მზიან ტერასაზე სავარძელში მჯდომ მსახიობს ღრმად ამოღებული შავი საცურაო კოსტუმში აცვია, რომელიც ძლივს აკავებს არტისტის ბარაქიან მკერდს.


სალმა ჰაიეკის მსუბუქად მზე დაკრული, ეშხიანი და რელიეფური ტანი, აღტაცებაში მოყავს თაყვანისმცემლები თავისი ფორმებით.


ჩალის ქუდი, მუქი სათვალე და ყავის ფინჯანი ხელში სრულ სურათს ქმნის, მსახიობის, როგორც დამსვენებლის იმიჯს.


"ვის უყვარს ყავა?" ასეთი კითხვა დასვა სალმამ ინგლისურად და ესპანურად.

image

გამომწერებმა უამრავი კომპლიმენტი დაუწერეს უბერებელ ვარსკვლავს.

ეს ქალი უბრალოდ ასხივებს სილამაზეს და ენერგიას, ამას ყველა თაყვანისმცემელი გრძნობს.


შერონ სტოუნმაც კი ვერ გაუძლო სალმას ასეთ მომხიბვლელობას.


"ლედი, თქვენ ისეთივე ცხელი ხართ, როგორც ეს ფინჯანი ყავა!" - წერს ფილმის "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავი, რომელიც თავადაც არანაკლებ "ცხელი რამეა".


მექსიკელმა მსახიობმა კარიერა ტელესერიალებით დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში, ჰოლივუდში განაგრძო მოღვაწეობა, მისი პირველი წარმატება იწყება ფილმით „სასოწარკვეთილი“(1995), სადაც მას პარტნირობას უწევდა ანტონიო ბანდერასი, შემდეგ იყო მთავარი როლი რომანტიკულ კომედიაში "აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია"(1997), ვილ სმიტთან ერთად "ველური, ველური დასავლეთი"(1999) .


2000 წლისათვის სალმა ჰაიეკმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „ვენტანაროსა“, სადაც შეუდგა ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების წარმოებას. ამ მოღვაწეობაში მისი პირველი გამოცდა იყო ფილმი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარის პრემიაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი



2002 წელს გამოდის ბიოგრაფიული ფილმი „ფრიდა“, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა და ასევე ფილმს პროდიუსირებაც გაუწია. ამ როლისთვის სალმა ჰაიეკი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე.

0
356
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0