x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სილამაზის 5 სტანდარტი იაპონიაში, რომელიც დანარჩენი სამყაროსთვის სრული ველურობაა

image


მთელი მსოფლიო ორ ბანაკად არის დაყოფილი: ერთნი აღფრთოვანებულნი არიან აზიით და მისი სილამაზის სტანდარტებით, მეორე ნაწილს კი - გულწრფელად არ ესმის, რა არის მასში აღსაფრთოვანებელი. სიმართლე სადღაც შუაშია - არსებობს სილამაზის სტანდარტები, რომლებიც ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ზოგიერთი მათგანი საღ აზრს ნამდვილად მოკლებულია. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იაპონური სილამაზის იმ სტანდარტებზე, რომლებიც დანარჩენი სამყაროსთვის სრულიად გაუგებარია.




დიდი ფერადი ლინზები


image


დაახლოებით 10 წლის წინ ასეთმა "მორთულობამ" იაპონური ბაზრიდან მსოფლიოში შეაღწია. ეს ლინზები არა მხოლოდ მთლიანად ფარავს ირისის ფერს, არამედ მას საგრძნობლად ადიდებს კიდეც. მათი ტარება საკმაოდ არაკომფორტულია, პირველი პერიოდი ლინზები თვალში უცხო სხეულის შეგრძნებას ტოვებს, და რა მიზნით იტანენ ამ ყოველივეს იაპონელი ქალები? თვალების გასადიდებლად. მათ ძალიან მოსწონთ თვალის ევროპული ჭრილი, და კიდევ უფრო მეტად მოსწონთ - არაბუნებრივად უზარმაზარი თვალები ანიმეს (იაპონური მულტფილმების პოპულარული ჟანრი) სტილში.






არაჯანსაღი სიგამხდრე


image


ბუნებით, აზიელი ქალები ძალიან გამხდრები არიან - მათ პრაქტიკულად არ აქვთ მიდრეკილება ჭარბი წონისკენ, მაგრამ ეს მათთვის საკმარისი არ არის. თხელი, თითქმის ანორექსიული სხეული "ამომავალი მზის" ქვეყანაში კულტად არის ქცეული. სტატისტიკის მიხედვით, 25 წლამდე გოგონების უმეტესობას ანორექსია აწუხებს. იაპონიაში იდეალურ ფიგურად - მოზარდი გოგონას ფორმების გარეშე სხეული ითვლება.





ტომრები თვალების ქვეშ და ორმაგი ქუთუთოები


image


იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლასტიკური ოპერაცია თვალის ფორმის შეცვლაა. თითქმის ყველა ქალი და გოგონა ზემო ქუთუთოზე სანუკვარ ნაკეცზე ოცნებობს, რომ კიდევ უფრო მეტად დაემსგავსოს ევროპელს, მეორე დეტალი - ქვედა ქუთუთოზე უმნიშვნელო შეშუპებაა. აზიელი ქალების აზრით, ეს ნიუანსი სახეს უფრო ახალგაზრდულ და მიმზიდველს ხდის. ბევრი იაპონელი ქალი კორეაში სწორედ გარეგნობის შესაცვლელად მიდის, ვინაიდან ამ ქვეყანაში პლასტიკური ქირურგიის სფერო ყველაზე კარგად არის განვითარებული. იაპონია იმ ქვეყნების ტოპ ხუთეულშია, რომლის მოქალაქეებიც კორეელ ქირურგებს ყველაზე ხშირად მიმართავენ.



დაგრეხილი ფეხები, ბრტყელტერფიანობა


image


ბევრი გოგონა დაგრეხილი ფეხებით იბადება. ეს შეძენილი თვისებაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გენომში ფიქსირდება. ადრე იაპონელ ქალებს ტერფებზე "სწორად" ჯდომა ევალებოდათ, ასეთ პოზაში ქალი შეიძლება საათობითაც კი ყოფილიყო. რისთვის? იმისთვის რომ სარფიანად გათხოვილიყო. "სეიძა" - ანუ "სწორი ჯდომა" - იაპონური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მთელ რიგ ხელოვნებაში (ჩაის ცერემონიასა და კალიგრაფიაში) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ქალის მაღალ თანამდებობაზე ან მის განათლებაზე მიუთითებდა.


image


"სწორი ჯდომის" წყალობით, თანამედროვე იაპონელმა ქალებმა გენეტიკურ დონეზე ფეხების გამრუდება შეიძინეს, თუმცა ესეც კი არ იყო მათთვის საკმარისი. სიარულისას გოგონები ფეხებს განზრახ გრეხავენ, რათა ბავშვებივით მყიფედ და უმწეოდ გამოიყურებოდნენ. ამ ტრენდს ცალკე სახელიც კი აქვს - "უჩიმატა".




გიჟური "ნეილ - არტი"



image


იაპონელ გოგონებს ერთ ტონში გადაწყვეტილი, მოკრძალებული დიზაინის მანიკური არ უყვართ, მათ უფრო მოცულობითი დეკორი, გიჟური კომბინაციები და ჩრდილების რაოდენობა იზიდავთ, ქვებისგან, მავთულისგან და ფოლგისგან გაფორმებული - აი, რა სჭირდებათ იაპონელ ქალებს. მანიკურის მრავალი აქტუალური ტენდენცია სწორედ აზიიდან მოვიდა, თუმცა მისი ევროპულ და დასავლურ მომსახურების ბაზართან ადაპტაციის შემდეგ, ისინი უფრო მოკრძალებული გახდა.


image


მთლიანობაში იაპონელი ქალები ცდილობენ თოჯინებს დაემსგავსონ. ყველა ტენდენცია, რომელიც კი "ამომავალი მზის" ქვეყანაში აგერ უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, აქცენტს ქალის გულუბრყვილო და მყიფე იმიჯზე აკეთებს, სადაც დომინანტი სინთეტიკური სილამაზის ატრიბუტებია, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოირჩევა - არაბუნებრივი სიგამხდრე, სრულყოფილი ფაიფურის კანი, დიდი თვალები და ლოლის სტილის ბავშვთა სამოსი.


image


ამასთან, ამ ტენდენციებს მიჰყვებიან არა მხოლოდ თინეიჯერები, არამედ ხანდაზმული ქალებიც ამიტომ მათი შემხედვარე ძნელი მისახვედრია, რამდენი წლისაა სინამდვილეში იაპონელი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ტრენდები პოპულარული მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობაში გახდა, ბევრ ქალბატონს ასეთი "სილამაზის" მაინც არ ესმის, ან კი რა საჭიროა მისი გაგება თუ ბუნებამ ბუნებრივი და ჭეშმარიტად ქალური მიმზიდველობით დაგაჯილდოვა?









0
530
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
530