x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"ჯოჯოხეთს ნუ უწოდებთ... იმ ხალხს გამხნევება სჭირდება, შოვი ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი იქნება" - ემოციური პოსტი სოციალური ქსელიდან
image

სოციალურ ქსელში ჯგუფი "რაჭა" ერთ-ერთი მოქალაქის პოსტს ავრცელებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

image

„ეს ადგილი ახლაც ასეთია. გთხოვთ, ჯოჯოხეთად ნუ მოიხსენიებთ. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, უმწარესი, მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობს, მეგობრებო.


image

ბავშვებს ზრდიან იქ არიან ზამთარ-ზაფხულს. ჯოჯოხეთს ნუ უწოდებთ, იმ ხალხს გამხნევება სჭირდება, ბუნების სილამაზე არსად წასულა. იმ კონკრეტულ ადგილს სადაც მეწყერმა გადაუარა, ცუდი დასანახია და მით უმეტეს, როცა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



ჩვენ დავკარგეთ უახლოესი ნათესავები, ოჯახის წევრი, თანამოქალაქე. ეს ყველას ტრაგედიაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ იქ ხალხი ცხოვრებას აგრძელებს. მათ ისედაც დაზიანებულ ფსიქიკას, აღარ უნდა ამდენი ნეგატივის წაკითხვა და გაგონება.


image

ყველას გვტკივა, მაგრამ იქ დარჩენილ არასრულწლოვნებზეც იფიქრეთ. შოვის სილამაზე არსად წასულა. ბუბის მეწყერმა შოვს წაართვა ადამიანები, ეგაა უბედურება თორემ შოვი ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი იქნება“, – წერს მოქალაქე.

image


image

კურორტ შოვის დაარსების ისტორია

image

შოვში კურორტის დაარსების მოთავე ექიმი შამშე ლეჟავა ყოფილა. XIX ს-ის დასაწყისში, ვენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მას ფეხით მოუვლია ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი და მიზნად დაუსახავს, მშობლიურ ამბროლაურშიც შეექმნა მსგავსი დონის კურორტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შამშე ლეჟავა ადგილის შერჩევას შეუდგა და ამისთვის ყველაზე შესაფერისად შოვი მიიჩნია.
კურორტის მოწყობა XX ს-ის 20-იან წლებში დაიწყო. 1928 წელს შოვმა პირველი დამსვენებლები მიიღო, აშენდა ულამაზესი შენობები, რომელთა ნაწილი ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.
image
კურორტისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურად სუფთა და გრილი ჰაერი, აგრეთვე ჰაერის ზომიერი მთის და ხეობის ნაკადები. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით.
image
კურორტზე ჩამოსვლა რეკომენდებულია სუნთქვის ორგანოების არატუბერკულოზური ხასიათის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
image
კურორტი გაშლილია ერთგვარ ვაკეზე, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) და შერეული (წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა) ტყეებითა და მუდამ თოვლიანი მყინვარებით. აქ გამოკვლეული 16 მინერალური წყარო ქიმიური შემადგენლობით სრულიად განსხვავებულია და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
image
ბუნების სილამაზითა და მინერალური წყაროების სიუხვით განთქმულ შოვს სამკურნალოდ ძველ დროშივე სტუმრობდნენ ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი და მგზავრები, რომლებიც რაჭიდან შოვის და მამისონის უღელტეხილის გავლით სამაჩაბლოში გადადიოდნენ.
image
შოვის წყლების მეცნიერული შესწავლა და კურორტის მშენებლობა 1923 წლიდან იწყება. საბჭოთა პერიოდში აქ ულამაზესი სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები აშენდა, მათ შორის იყო ქართული ორნამენტებით შემკული ცნობილი კურზალის შენობა. კურორტი შოვიშოვი საინტერესო ადგილია ალპინიზმის, სათხილამურო სპორტის, რაფტინგის მოყვარულებისთვის. ცნობილია, რომ კავკასიონის ამ ნაწილში 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის რამდენიმე ისეთი მწვერვალია, რომლებზეც ფეხი ჯერ არავის დაუდგამს. საფეხმავლო ტურების მოყვარულებისთვის საინტერესო მარშრუტია მამისონის უღელტეხილამდე (2820 მ) მიმავალი ბილიკი, რომელიც ჭანჭახის ულამაზეს ხეობას მიუყვება.
კლიმატი: საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლის მდგრადი საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5, 80C. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 15, 70C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1050-1100 მმ. ჰარის საშ.წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.
image
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2, 0- 2, 4 გ/დმ3 და აზოტიანი, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან- მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0, 7-0, 9 გ/დმ3; დებიტი: 150 ტონა დღ-ღ. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქ ორგანოთა დაავადებები (ბრონქული ასთმა), ანემია, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის და საშარდე გზების დაავადებები, ლიმფოდენიტი.“
image
1
75
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
75
  
2023, 1 სექტემბერი, 23:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1