x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ინდოეთში მოქმედი 7 ყველაზე მკაცრი აკრძალვა, რომლის შესახებაც არც ერთმა ტურისტმა არ იცის

image


ბევრი ალბათ, საქმის კურსშია ინდოეთის მთავარი კულტურული აკრძალვების შესახებ რომ სამხრეთ აზიაში მდებარე ამ სახელმწიფოში არ შეიძლება ძროხების შეურაცხყოფა, ონკანიდან წყლის დალევა და ძვირფასი ნივთების უყურადღებოდ დატოვება, ხოლო კიდევ რისი გაკეთება არ ღირს ამ ქვეყანაში, რასაც ასევე არც თავად ადგილობრივები აკეთებენ, ამის შესახებ სწორედ დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.




არასათანადო ვიზუალი


image


ბევრი ტურისტი ინდოეთს დასასვენებლად, გასარუჯად და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად სტუმრობს, თუმცა ინდოელების უმრავლესობა მოგეხსენებათ რომ ინდუიზმის მიმდევარია, რომლის მიხედვითაც საჯარო გაშიშვლება მისასალმებელი არ არის, ხოლო ტურისტები ისე იცვამენ, როგორც საკუთარ ქვეყანაში არიან მიჩვეულნი, ქვეყნის ტერიტორიაზე მათ ძირითადად შორტებში, მოკლე ქვედაბოლოებსა და მაისურებში შეხვდებით, რა თქმა უნდა, საკურორტო ზონებში, სადაც ბევრი ვიზიტორია, ამას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ აი, ქვეყნის სიღრმეში, სადაც ინდურ კულტურასთან უფრო მჭიდრო კონტაქტისთვის ტურისტთა უმრავლესობა მიეშურება, ჩასულ სტუმრებს მეტი მოკრძალება არ აწყენდათ.




უპატივცემულობა მიმტანების მიმართ


image


ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს მიმტანების მიმართ მეტი პატივისცემა და თავშეკავება მართებთ, ვინაიდან მსოფლიოს უმეტესს რესტორანში მიმტანებმა იციან როგორ იძიონ შური და ამ მხრივ გამონაკლისი არც ინდოეთია, მიმტანების ყველაზე ბანალური შურისძიების მეთოდი - კერძში ჩუმად ჩაფურთხებაა, თუმცა ინდოეთში რესტორნის მუშაკებს შორის უფრო მარტივი გზაც არსებობს. ოფიციანტი უბრალოდ მარცხენა ხელით მოგემსახურებათ, რომელსაც ინდუსები პირადი ჰიგიენისთვის იყენებენ.




კომუნიკაციის მახასიათებლები


image


ინდოეთში ხელის ჩამორთმევა მიღებული არ არის, თუ რა თქმა უნდა, ევროპულ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც ხშირად მსოფლიო მოლაპარაკებებზე მიემგზავრებიან. აქ მისალმება შეერთებული ხელისგულების ნიკაპთან მიტანით არის მიღებული, გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხების პოზიციასაც. მათი პირდაპირ თანამოსაუბრისკენ მიმართვა პატივისცემის ნიშანია, ავეჯზე ან თანამოსაუბრის ფეხებზე შეხება კი მიუღებლად ითვლება, რადგან ფეხები მთლიანობაში ინდოეთში სხეულის უწმინდურ ნაწილად ითვლება.



ალკოჰოლის "ნაცრისფერი ზონა"


image


ალკოჰოლის მოხმარება ინდოეთში ასევე არ არის მისასალმებელი. ინდოეთის საზოგადოებრივ ადგილებში სასმელის დალევისთვის შეიძლება დაჯარიმდეც კიდეც, უარეს შემთხვევაში კი რამდენიმე თვით ციხეში აღმოჩნდეთ. ადგილობრივ ქალებს იმ მაღაზიებში შესვლა ეკრძალებათ, სადაც სასმელი იყიდება, რადგან ეს იქ უხამსობად ითვლება. უცხოელებზე რა თქმა უნდა, აღნიშნული წესი არ მოქმედებს, თუმცა ასეთ მაღაზიებში შესვლა მამაკაცების თანხლებით მათთვისაც კი რეკომენდებული არ არის. მათ სასმელს რაღა თქმა უნდა, მიყიდიან თუმცა ირიბი მზერა ნამდვილად არ აცდებათ.



ტაძრის მონახულება


image


ვინაიდან ინდუსებისთვის ძროხა წმინდაა, მისი ნაწარმიც წმინდა ცხოველზე თავდასხმად ითვლება, ამიტომ ტაძარში ტყავის ნებისმიერი ნაწარმით შესვლა აკრძალულია, რადგან არავინ იცის როგორი ტყავისგან არის ის დამზადებული, ამავე მიზეზით არ ღირს ინდუსებისთვის ტყავის ნაწარმის ჩუქება, რადგან ეს შეიძლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ჩაგითვალონ, გარდა ამისა მზად უნდა იყოთ იმისთვის რომ ტურისტებს ყველა ტაძარში არ უშვებენ, ხოლო თუ არ გაითვალისწინებთ ტაძრის დატოვების რეკომენდაციებს, შეიძლება პოლიციას გადაეყაროთ ან ხელჩართულ ბრძოლაშიც კი მოყვეთ.




ტაბუ შეხებაზე


image


მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდუსი "თეთრ ადამიანთან" შეხებით უზომოდ ბედნიერია, რადგან ითვლება, რომ ამას მათთვის წარმატება მოაქვს, ეს წესი საპირისპირო მიმართულებით არ მუშაობს. არ ღირს უცხოელი ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებსა და ბავშვებს ნებართვის გარეშე შეეხოს, ხოლო ბავშვების თავზე მოფერება საერთოდ აკრძალულია, რადგან ეს იქ ენერგეტიკული ველისა და ჩაკრების დაზიანებად ითვლება.




უზნეო საქციელი


image


ინდუსები პარტნიორის მიმართ გრძნობების საჯარო გამოვლინებას არ მიესალმებიან, რაც საზოგადოებრივ ადგილებში კოცნასა და ჩახუტებას გულისხმობს, ვინაიდან მსგავსი ქმედებები გარშემომყოფებისგან არაჯანსაღ ყურადღებას იწვევს, გარდა ამისა არ არის რეკომენდებული მამაკაცმა პირველმა წამოიწყოს საუბარი ინდოელ ქალთან, ეს უზრდელობაა, მაგრამ აი, თუ ქალმა თავად დაგიწყოთ საუბარი - მაშინ შეგიძლიათ მასთან მშვიდად განაგრძოთ ბაასი.








0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317