x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ყიდულობდნენ საბჭოთა პერიოდში ავტომობილს
image

აგერ უკვე 30 წელზე მეტია რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. დღესდღებით ნებისმიერი საქართველოს თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ავტომობილის შეძენა.სერვისი მრავალფეროვანია, ნაწილობრივ გადახდა, ხანგრძლივი კრედიტი, ქირა-საბოლოო შესყიდვით და ა.შ.მაგრამ როგორ ხდებოდა საბჭოეთში მანქანის შეძენა?სხვათა შორის პარადოქსია მაგრამ ფაქტია, საბჭოთა კავშირში ძველი ავტომობილი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ახალი.




1-სამშობლოსადმი დიდი ღვაწლი-კომუნისტები აფასებდნენ მათ გმირებს.ავტომობილებს მათ ზოგჯერ ჩუქნიდნენ კიდეც ან ურიგოდ აძლევდნენ(ისიც მხოლოდ ერთხელ).ამ კატეგორიაში შედიოდნენ სამამულო ომის გმირი-ვეტერანები, სოციალისტური შრომის გმირები, ლენინის, თუ წითელი დროშის ორდენის კავალერები.

image



2- რიგი-ყველა დანარჩენს კი უწევდა რიგში დგომა.საწარმოში ან დაწესებულებაში მომუშავე შეიტანდა განცხადებას.ავტომობილის მსურველს ლოდინი, როგორ წესი 7-8 წელი უწევდა.


ამ ხნის განმავლობაში რა თქმა უნდა ფული უნდა შეეგროვებინა.მაგალითად 1970-იან წლებში "ვოლგა" გაზ-21 5 500- 6000 მანეთი ღირდა.საბჭოთა რიგითი მოქალაქის ხელფასი 150 მანეთიდან 350-მდე მერყეობდა.თუ რიგი მოუწევდა და ფული არ ჰქონდა, მაშინ მყიდველი იძულებული იყო ფულის სასესხებლად მეგობარ-ნათესავებისთვის მიემართა.


დამამცირებელი იყო მანქანის მიღებაც.მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მყიდველს რამდენიმე პროცედურა უნდა გაევლო.ჯერ აძლევდნენ ცნობას ანგარიშის შესახებ, შემდგომ უნდა მისულიყო სპეციალიზირებულ შემნახველ სალაროში, იქაც რიგში დგომა უწევდა.როდესაც მანქანის მიღების ნებართვას მიიღებდა, გაემგზავრებოდა საწყობში და იქაც ძარის ნომრის მიხედვით აძლევდნენ მყიდველს ავტომობილს, ისე, რომ მფლობელმა ისიც არ იცოდა რა ფერის მანქანა შეხვდებოდა.



ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ვთქვათ მყიდველს "ჟიგულზე" ჰქონდა განაცხადი შეტანილი, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ "ჟიგული" ფიზიკურად აღარაა(არა და გატენილია სერვისცენტრი) და შეეძლო ვთქვათ, მის მაგივრად "მოსკვიჩი" გაეყვანა.მყიდველს ორი ვარიანტი უნდა აერჩია, ან "მოსკვიჩი" გაეყვანა, ან კიდევ რამდენიმე თვე ან წელიც კი დალოდებოდა, სანამ "ჟიგულებს" "მიიღებდნენ".

image

3-ზემოდან მითითება-რა თქმა უნდა "ბლატი" საბჭოთა ეპოქის განუყოფელი ნაწილი იყო.რიგის ყიდვა შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ იქ ზემოთ თუ ვიმე გყავდა თანამდებობის პირი, ჩათვალე რომ შენი რიგი ზემოთ აიწევდა.თუ იყოჩაღებდი 8 წლიანი ლოდინის მაგივრად, მანქანა შეიძლება 1 ან 2 წელიწადში მიგეღო.კომუნისტები ხელოვნების ერთგულ მუშაკებსაც აფასებდნენ.მათთვის სპეციალური ლიმიტი ცალკე იყო გამოყოფილი.

image


4-იყიდე გაყიდე-ახლა მივედით იმ შემთხვევასთან, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. მოკლედ, შეგეძლოთ დამტკბარიყავით თქვენი ახალთახალი ვთქვათ ვაზ-2101-ით, რომელიც 5 500 მანეთად გქონდა ნაყიდი, გევლოთ ერთი-ორი წელი და შემდგომ გაგეყიდათ 6000 ან სულაც 7000 მანეთად.მყიდველი მალე გამოჩნდებოდა .საბჭოთა ეპოქას არ აკლდა კომბინატორები და "ცეხავიკები", რესტორნის თუ უნივერმაღის დირექტორები

image


5-იშვიათი გამონაკლისი-1983 წელს საბჭოთა დაწესებულებებში გამოჩნდა განცხადებები.შეგეძლოთ ურიგოდ შეგეძინათ"მოსკვიჩი" განვადებით.ამ ფაქტმა ბევრ საბჭოთა მოქალაქეში სიხარულნარევი გაოცება გამოიწვია.


თუმცა ბევრმა არ იცოდა ნამდვილი მიზეზი.საქმე იმაშია, რომ 1983 წელს საბჭოთა გამანადგურებელმა სუ-15-მა ჩამოაგდო კორეის სამგზავრო "ბოინგი".ამ ფაქტის გამო მრავალმა სახელწიფომ საბჭოთა კავშირს ბოიკოტი გამოუცხადა.მათ უარი განაცხადეს "მოსკვიჩის " შეძენაზე, რომელსაც ინგლისი და საფრანგეთიც კი ყიდულობდა.შედეგად საწყობები გაივსო "მოსკვიჩებით"..თუმცა აქცია დიდხანს არ გაგრძელებულა

image

5-იქნებ მოვიგო-მანქანის შეძენის სხვა გზა იყო ლატარეა და "სპორტლოტო", სადაც თამაშდებოდა ძირითადად "მოსკვიჩი", ხანდახან "ჟიგული, ხოლო უფრო იშვიათად "ვოლგა" გაზ-24-საბჭოთა ელიტური ავტომობილი



1
740
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
740
  
2023, 1 სექტემბერი, 23:25
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1