x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქართველი რომ ყოფილიყო, გამიფენდა წიხლქვეშ, ტ**კზე რატომ შეხედეო" - ნუგზარ სულაშვილი

image

საფრანგეთში მცხოვრები, ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდოერგოლებს ეხმაურება, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაცმულობის გამო ქალები ქალებს შენიშვნებს აძლევენ.



"იმაზე გამახსენდა, "უკანალზე რატომ მიყურებ ამხელა სახე მაქვსო" - რესტორანში ვარ და საპირფარეშოდან გამოვიდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მოკლე ქვედაბოლოს ნაწილი ტრუსში ჰქონდა მოყოლილი. დარბაზში შესვლამდე დავეწიე და ყურში ჩავჩურჩულე, კაბა გაისწორე მეთქი. მადლობის ნიშნად ჯერ ხომ თვითონ მაკოცა და მერე მისმა მეგობარმა მამაკაცმა იმდენი შემაღონებელი მადლობა გადამიხადა, კეთილშობილური საქციელი ლამის სანანებელი გამიხდა.... ქართველი რომ ყოფილიყო, გამიფენდა წიხლქვეშ, ტრაკზე რატომ შეხედეო", -წერს ნუგზარ სულაშვილი.
შეგახსენებთ, ამ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდოერგოლი, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაცმულობის გამო ქალებში მწვავე დაპირისპირება გაიმართა.
საზოგადოებაში ვიდეორგოლებმა სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, ვიდეოებს გამოეხმაურნენ ე.წ. ცნობადი სახეეებიც.ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩაცმულობის გამო შენიშვნის მიცემა უადგილოა, "არავის საქმეა ვინ როგორ ჩაიცვამს", ხოლო მეორე უფრო კონსერვატიული ნაწილი მიჩნევს, რომ ჩაცმაშიც უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი, ე.წ. დრეს კოდი, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში და ვულგარულად ჩაცმა პირიქით, - პროვინციალიზმის გამოვლინებაა.
0
375
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0