x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ტიუნინგის შედეგი

imageგერმანულმა კომპანიამ Edo Competition-მა რომელიც ატომობილების ტიუნინგზე მუშაობს, თავისი ახალი პროექტის Lamborghini Murcielago LP640-ის ტესტ-დრაივი ჩაატარა.ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 345, 7 კმ/სთ აღმოჩნდა.ასე რომ, ტიუნინგ კომპანიის დახმარებით ეს Lamborghini-ს მარკის ყველაზე სწრაფი მოდელია.როგორც ცნობილი გახდა, სპეციალისტებმა პროგრამა შეუცვალეს ძრავის მართვის ბლოკს და ახალი შემშვები და გამომშვები სისიტემა დააყენეს.ასევე მოხერხდა საბაზო 6, 5 ლიტრი მოცულობის 640 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე V12image ძრავას გაძლიერება (663 ცხენის ძალამდე).გარდა ამისა, Lamborghini Murcielago LP640-მა მიიღო ახალი სპოილერი და საფირმო თვლის დისკოები Continental-ის საბურავებით.Edo Competition-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და გადაწყვეტილი აქვთ, ამ მოდელზე მუშაობა მანამ გააგრძელონ, ვიდრე 700 ცხენის ძალის მქონე ძრავას არ მიიღებენ, ხოლო ავტომობილი 360კმ/სთ-ს არ განავითარებს.

imageimage

8
70
12-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
70
  
2012, 12 ოქტომბერი, 9:59
+++
2012, 8 ოქტომბერი, 0:04
+++++++
2012, 6 ოქტომბერი, 21:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 6 ოქტომბერი, 21:12
++++++
0 1 8