x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"უჩივლეთ ნაცისტ ნაძირლებს!": სოლოვიოვი ისტერიკაში ჩავარდა "მერსედეს-ბენცის" საქციელის გამო
image

ავტოკონცერნმა რუსებს ტექმომსახურებაზე უარი განუცხადა.


პუტინის რუპორმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა მოუწოდა ჯგუფური სარჩელ შეიტანონ Mercedes-Benz-ის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთი პროგრამული უზრუნველყოფისგან გათიშა.


მან მოითხოვა, რომ გიგანტმა ავტოკონცერმა უკან გამოისყიდოს ყველა ავტომობილი, რომელიც რუსეთს მიჰყიდა.



წამყვანმა შეახსენა ტელემაყურებლებს, რომ ამ მანქანების მართვა „პოტენციურად საშიშია“.


სოლოვიოვი გაკვირვებულია, რომ არავინ იცავს რუსეთის მოქალაქეების უფლებებს.


„რატომ არ უნდა გავაკოტროთ ეს ნაცისტი ნაძირლები? მათ ფული მიიღეს. ისინი ტოვებენ რუსეთს თავიანთი ქარხნების გამოსყიდვის უფლებით... რომელ ქვეყანაშია ეს შესაძლებელი? სად არის გიგანტური სარჩელები? უბრალოდ უნდა ვუჩივლოთ ამ ნაძირლებს, ”- თქვა სოლოვიევმა.


წამყვანმა ისიც დასძინა, რომ Mercedes-Benz-მა მთლიანად გაანადგურა საკუთარი რეპუტაცია, "ის უბრალოდ სამუდამოდ აღარ არსებობს, ".


მანამდე ცნობილი გახდა, რომ Mercedes-Benz-მა და BMW-მ რუსები პროგრამული უზრუნველყოფიდან გათიშა.


ავტომფლობელებს შეიძლება რემონტისთვის დიდი დრო დასჭირდეთ.


„იზვესტიას“ ცნობით, გერმანულმა ავტოკომპანიებმა დაადასტურეს, რომ რუსი დილერებთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს - ტექნიკური და პრობლემების მოგვარების ონლაინ სისტემიდანაც კი.


დისტრიბუტორი იტყობინება, რომ რემონტი შეიძლება განხორციელდეს „დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის“ საფუძველზე. მაგრამ დილერებს გარანტიის შესასრულებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.


გამოყენებული იქნება მესამე მხარის პროგრამები და აღჭურვილობა, რომელიც ძირს უთხრის ცნებას- „ოფიციალური დილერი."

1
523
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
523
  
2023, 1 სექტემბერი, 23:25
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1