x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სირცხვილი სულ დაკარგეს!":ვარსკვლავები, რომლებმაც იმაზე მეტი აჩვენეს, ვიდრე საჭირო იყო

image


ვარსკვლავები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უხერხულ სიტუაციებში ვარდებიან. შინაგანი სურვილი ყოველთვის და ყველგან იდეალურად გამოიყურებოდე მარტივი არ არის. დღეს, სწორედც იმ უხერხულ სიტუაციებს წარმოგიდგენთ, რომლებშიც მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.


მადონა


image


საინტერესოა რა უბიძგებს პოპ- დივას გამუდმებით "შიშველ" სამოსზე არჩევანის გაკეთებას. გასაგებია, რომ ახალგაზრდობაში ასეთი საქციელი გამართლებულია, მაგრამ როგორ ავხსნათ ასეთი გულწრფელობა 70 წლის მიჯნაზე? სავარუდოდ, ვარსკვლავისგან მკაფიო პასუხს ალბათ არც უნდა ველოდოთ, რადგან მისი მოტივაცია სავარაუდოდ, ასეთ ექსტრემალურ "ლუქებში" კომფორტის განცდაა, და ეს სრულიად საკმარისია.




ჯენიფერ ლოპესი


image


პუერტორიკოელი ლამაზმანი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის თავდასხმის ობიექტი გახდა, თუმცა სელებრითი მადლობა ღმერთს საცვლების გარეშე არ იყო. აი, სწორედ ეს გახლავთ "მფრინავი კაბების" ფარული ბოროტება, ვინაიდან კაცმა არ იცი როდის აღმოჩნდები დედიშობილა.



ჰოლზი

image


თამამი ჩაცმულობის მოყვარული ჰოლზი ღონისძიებაზე თავისი "შიშველი" კაბის წყალობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიზაინერებმა კაბის ჭრილის სიღრმეს აშკარად გადააჭარბეს, ვინაიდან კაბის ჭრილი იმდენად ღრმა იყო რომ სიარულისას საზოგადოებამ მისი საცვლის ფერიც კი იხილა.


ბელა ჰადიდი


image


2017 წლის "Met Gala"-ს საღამომ ბელა ჰადიდი ღონისძიების მთავარ გმირად აქცია. ბელა თანამედროვე მოდელებს შორის ყველაზე მოდურ სტილის "ხატად" არის აღიარებული, თუმცა ზოგჯერ უხერხული მომენტები მასაც კი აქვს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაკავშირებულია მის შავ გამჭვირვალე კომბინეზონთან, რომელშიც მოდელი არამარტო უცნაურად გამოიყურებოდა, არამედ მასში თავს აშკარად უხერხულადაც კი გრძნობდა.




ემა უოტსონი


image


ბრიტანელ მსახიობს ემა უოტსონს ფილმ "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის" პრემიერაზე ავტოგრაფების დარიგებისას კაბიდან საცვალი გამოუჩნდა, რაც არაერთმა ტაბლოიდურმა გამოცემამ გააშუქა.




კიმ კარდაშიანი


image


როგორ ინარჩუნებს კიმი სიგამხდრეს? საიდუმლო საბოლოოდ გამჟღავნდა - საქმე მაკორექტირებელ თეთრეულშია, რომელსაც სკანდალური ტელესახე სისტემატურად იყენებს, თუმცა სამწუხაროა რომ მას ამ თეთრეულმაც კი ვერ უშველა მერლინ მონროს საუცხო კაბის მორგებაში, რომელშიც ეპატაჟურ ვარსკვლავს გაბრწყინება "Met Gala 2022"-ზე სურდა




პერის ჰილტონი


image


დროდადრო, როგორც ჩანს, პერისს ავიწყდება, რომ ტანგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. ვარსკვლავის ერთგული თაყვანისმცემლების თქმით, ცოტა ხნის წინ, საზოგადოებაში გამოჩენილ პერისს მხოლოდ იმან უშველა, რომ მას საერთოდ საცვალი ეცვა, თუმცა იყო შემთხვევებიც, როდესაც ჟურნალისტებმა და პაპარაცებმა სელებრითი იმაზე უფრო დელიკატურ სიტუაციაში "გამოიჭრეს", ვიდრე ეს ჩაფიქრებული იყო



ჯერი ჰოლიუელი


image


პრესტიჟულ "BAFTA"-ს დაჯილდოების საღამოზე ჯგუფ "Spice Girls"-ის ყოფილი სოლისტი თვალისმომჭრელი წითელი, მრავალფენიანი კაბით გამოჩნდა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ თავნება ქარი მომღერლის იმიჯს მოულოდნელად "პიკანტურ" აქცენტს შესძენდა



ქლოი გრეის მორეცი


image


ქლოი გრეის მორეცი სამოსის არჩევისას ცნობილია თავისი თამამი მიდგომით ტანსაცმლის ზომების მიმართ. ერთ მშვენიერ დღეს, მსახიობს ჩვევამ მწარედ უღალატა. შუა ავტოგრაფ - სესიის დროს ქლოის ტანზე მჭიდროდ მომდგარმა ბლუზამ ზედმეტ დატვირთვას ვერ გაუძლო და ზედატანი მსახიობს მხართან გაერღვა, ეს უხერხული მომენტი ფოტოგრაფებს ყურადღების მიღმა რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ




ქარდი ბი


image


ჰიპ - ჰოპ არტისტმა თავისი ერთ - ერთი კონცერტის დროს ისეთი ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა, რომ მისმა კომბინეზონმა მის საოცარ ენერგიას ვერ გაუძლო და ყველაზე უხერხულ ადგილას გაეხა. აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები მომხდარით არც იმდენად გაკვირვებულნი დარჩნენ, ვინაიდან აღნიშნული სასცენო კოსტიუმი მიუხედავად იმისა რომ მომღერლის ყოველდღიური ცხოვრებისთვის მეტისმეტად დახურული იყო, მისი საოცარი სასცენო დინამიკისთვის მაინც ზედმეტად მყიფე აღმოჩნდა.




ლენა დანემი

image


ამ ფოტოს ნახვისას, ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ მსახიობმა საცურაო კოსტიუმის თხოვება უმცროსი დისგან გადაწყვიტა, ლენა გაცილებით უფრო მომხიბვლელი იქნებოდა თუ ის მონოტონურ, დახურულ საცურაო კოსტიუმს შეარჩევდა, რომელიც ვიზუალურად გვერდებს უფრო "დაუგრძელებდა" და მუცლის ზონაზე არსებულ ზედმეტ ცხიმსაც ეფექტურად დაუმალავდა.




კორტნი კარდაშიანი


image


როგორც ჩანს, უახლესი ტენდენციაა რამდენიმე ზომით პატარა საცურაო კოსტიუმის ტარება. აღნიშნული ტრენდი საკუთარ თავზე კორტნი კარდაშიანმაც დატესტა, თუმცა ხელების ერთი უხერხული მოძრაობა და პაპარაცებს შეეძლოთ სრულიად განსხვავებული კონტენტის ფოტოს გადაღება, რომელიც გაცილებით უფრო რეიტინგულიც იქნებოდა.






0
817
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
817