x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რუსული ენა არ არის პუტინის ენა!-მივხვდი, რომ რაღაც სისულელეს ვარ აყოლილი და მეც დამიცურდა კარგად! –გურამ შეროზია

image


ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია აღნიშნავს, რომ რაღაც სულელურ ტენდეციას არის აყოლილი და რუსული ენის ნებაყოფლობით გამოყენება აუცილებელიც არის . მისი თქმით, რუსული არა „პუტინის“ არამედ, დოსტოევსკის და პუშკინის ენაა, რომლის ცოდნა და გამოყენება სირცხვილი სულაც არ არის.


როგორც შეროზია აღნიშნავს უკრაინულ რესტორანში მას მხოლოდ რუსულად გასცეს ხმა.


"ახლა რაღაც უნდა ვთქვა და ისტერიკებით არავინ შემოვარდეს ... რუსული ენა არ არის პუტინის ენა! ჩემთვის ეს არის დოსტოევსკის, ბულგაკოვის, ტოლსტოის, პუშკინის, ესენინის, ახმატოვას და ა.შ. ენა! სად ეგდო ხუილო საერთოდ, ჩემი საყვარელი მწერალი რომ დოსტოევსკი იყო და ორიგინალში ვკითხულობდი, პუშკინის და ესენინის ლექსებს რომ ვსწავლობდი… დღეს უკრაინულ რესტორანში, საკმაოდ აგრესიულად ვითხოვდი, ინგლისურად, ესპანურად, ან ქართულად მეკონტაქტეთმეთქი და მერე მივხვდი, რომ რაღაც სისულელეს ვარ აყოლილი და მეც დამიცურდა კარგად! კი ბატონო, რუსულად მენიუები ჩვენს ქვეყანაში და ვიღაცების უკანალში შეძრომა მარაზმია, ჩვენი ძმობის “სადღეგრძელოც” ქილერსის სცენიდან, რუსეთში კონცერტების გამართვა და მათი გართობა, თუ ბიუჯეტის შევსება და მრავალი სხვაც. მაგრამ ენის ნებაყოფილობითი ცოდნა და მისი გამოყენება - სრულიად მისაღებია. რატომ ვიცით ყველაფერში ეს რადიკალიზმი? ამიხსნით ვინმე არგუმენტირებულად - ენა რა შუაშია იმ მარაზმთან, რასაც ხუილო ჩადის?"-წერს გურამ შეროზია.
0
332
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0