x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მათთან ერთად გაღვიძებაზე ბევრი ოცნებობს: აბა, ახლა მათ ცოლებს შეხედეთ

image


ცნობილი ადამიანების ცხოვრება საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი მათი პირადი ურთიერთობები. უკვე მრავალი წელია, რაც ეს ნიჭიერი მამაკაცები არა მხოლოდ თავიანთი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით გვატყვევებენ, არამედ ლამაზი და წარმატებული ქალების გულებსაც იგივე წარმატებით იპყრობენ. მოდით, კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცების მშვენიერი მეორე ნახევრების ცხოვრებისა და სტილის შესახებ.



ჯორჯ კლუნი და ამალ ალამუდინი


image


ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი დიდი ხნის განმავლობაში სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას და ბევრი მოუთმენლად ელოდა როდის იპოვიდა ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი საკუთარ მეორე ნახევარს, და აი, ბედმა ის წარმოშობით ლიბანელ, ბრიტანელ ნიჭიერ ადვოკატთან ამალ ალამუდინთან მიიყვანა. მათი გაცნობა მგზნებარე სიყვარულის ისტორიით დაგვირგვინდა, და 2014 წელს ვარსკვლავურმა წყვილმა ურთიერთობაც დააკანონა. სამი წლის შემდეგ მათ ტყუპები შეეძინათ – ბავშვები, წყვილის ცხოვრებაში ბედნიერებისა და ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცნენ. ეს ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე შესაშურ ბერბიჭებსაც კი შეუძლიათ იპოვონ თავიანთი ნამდვილი სიყვარული და მყარი ოჯახი შექმნან.




ეტან ჰოუკი და რაიან შოჰიუზი


image


მსახიობმა ეტან ჰოუკმა გადაწყვიტა დაქორწინებულიყო ქალზე, რომელიც მისი შვილების ძიძა იყო. მან და მისმა პირველმა მეუღლემ, ყველასთვის ცნობილმა უმა თურმანმა, 3 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს და განქორწინებაზე განცხადება 2005 წელს შეიტანეს. მიუხედავად ამისა, ეტანმა საკუთარი ბედნიერება თავისი ახლანდელი რჩეულის სახით მეორედ იპოვა, რომელიც მათ საერთო ქალიშვილებზე დიდი სიყვარულით ზრუნავს. ისინი ერთად ქმნიან ბედნიერ და ჰარმონიულ ოჯახურ გარემოს, სადაც მათი შვილები იზრდებიან.





ჯოზეფ გორდონ-ლევიტი და ტაშა მაკოლი


image


ტაშა წარმატებული მენეჯერია, რომელმაც თავისი მეორე ნახევარი, ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯოზეფ გორდონ-ლევიტის სახით იპოვა და 2014 წელს მასზე დაქორწინდა. მეუღლეები მშვიდ და განმარტოებულ ცხოვრებას ამჯობინებს და სოციალურ ქსელებში თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრების გამოფენისგანაც თავს იკავებენ, თუმცა წყვილი პირადი ცხოვრების მხიარულ მომენტებს არ მალავს, ისინი ორჯერ გახდნენ ბედნიერი მშობლები, რამაც მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას ზღვა სიხარული და ულევი ბედნიერება მოუტანა.




ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი


image


ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი- განსაკუთრებული მოვლენაა ჰოლივუდში, რადგან მათი ქორწინება უკვე 25 წელია გრძელდება. დებორა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ წარმატებული პროდიუსერიც არის, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტ სიღრმესა და მრავალფეროვნებას ანიჭებს. 13 წლინი ასაკობრივი სხვაობა წყვილის ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს, ისინი ერთად პოულობენ ბედნიერებას და ერთმანეთს ყოველდღიურად განსაკუთრებულ ყურადღებასა და სითბოს ჩუქნიან.




მეთიუ მაკკონაჰი და კამილა ალვესი


image


მეთიუ მაკკონაჰისა და კამილა ალვესის წყვილი - ნამდვილი სიყვარულისა და სტერეოტიპების დაძლევის მაგალითია. ისინი 2012 წლის ქორწილის შემდეგ, თავიანთი ერთიანობისა და ბედნიერების დემონსტრირებას დღემდე ახდენენ. ბრაზილიელი მოდელი, კამილა მსახიობის თაყვანისმცემლების გარკვეული უარყოფითი კომენტარების მიუხედავად მეთიუს მეუღლე მაინც გახდა. სილამაზე ხომ პირობითი ცნებაა, ხოლო მეთიუსთვის სწორედ კამილაა- იდეალური ქალი.




ჰიუ ლორი და ჯო გრინი



image


ჰიუ, რომელიც კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად არის აღიარებული, წლებია თეატრის ადმინისტრატორზეა დაქორწინებული. წყვილი ერთმანეთს 80-იანი წლების შუა პერიოდში შეხვდა და დღემდე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. "ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, შემდეგ კი, მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ერთმანეთს ვხვდებოდით, " - ამბობს მსახიობი. - გაინტერესებთ, რამ მომხიბლა ჯოშში? მე ლოგიკურად მოაზროვნე ქალები მომსწონს." - აცხადებს ექიმი ჰაუსი.





პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი


image


წარმოშობით ირლანდიელი "აგენტი 007" ერთი პერიოდი ცნობილ ლამაზმანებს - ჰოლი ბერისა და დენის რიჩარდს ხვდებოდა, თუმცა, საკურთხეველთან არაფრით გამორჩეული ჟურნალისტი მიიყვანა, სანამ წყვილი 2001 წელს დაქორწინდებოდა, მანამდე ერთმანეთს შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდა. იმ დროისთვის მათ უკვე ორი შვილი ჰყავდათ. პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი დღესდღეობით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე საკუთარ ფეშენებელურ სასახლეში ერთმანეთით ტკბებიან და სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი, კილის სხეულის მისამართით გაკეთებულ მრავალრიცხოვან უარყოფით კომენტარს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ. "ის, მილიონში ერთია, " - ამბობს პირსი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ის სწორედ მე ვიპოვე."











0
1214
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1214