x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელარუსი ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება
image

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულაც არ ცდილობს ბელარუსის უკრაინის წინააКმდეგ ომში ჩათრევას, განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ონლაინ ინტერვიუში.


„ბელარუსი ჩაერთოს... რას მოიტანს? არაფერს“, - თქვა ლუკაშენკომ, პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, რომლის ქვეყანაც ესაზღვრება უკრაინას, რუსეთს და ნატოს სამ ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს.


„თუ თქვენ, უკრაინელებო, ჩვენს საზღვარს არ გადაკვეთთ, ჩვენ არასოდეს მივიღებთ მონაწილეობას ამ ომში, ამ ცხელ ომში ;მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით რუსეთს - ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან“, - განაცხადა მან პრორუს უკრაინელ ჟურნალისტთან, დიანა პანჩენკოსთან ინტერვიუში.



"„მისი (რუსეთის) მიზნები დღეისთვის მიღწეულია. უკრაინა ამ ომის დასრულების შემდეგ არასოდეს მოიქცევა რუსეთის მიმართ ისე აგრესიულად, როგორც ომამდე იყო“, - დასძინა ლუკაშენკომ.


ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა თუ წითელ ხაზს გადაკვეთს, ისინი გაფრთხილების გარეშე უკვე ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებენ.


„მხოლოდ ერთი საფრთხე შეიძლება იყოს – აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია დაიწყება პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ჩვენ მყისიერად ვუპასუხებთ ყველაფრით, რაც გვაქვს. უკრაინის წინააღმდეგ კი, თუ ის ჩვენზე თავდასხმას განახორციელებს, არა მხოლოდ ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული, არამედ ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაც, გარდა ბირთვული იარაღისა. და ჩვენ არ გაგაფრთხილებთ. თუ წითელ ხაზებს გადაკვეთთ, ეს გაფრთხილების გარეშე გაკეთდება“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.


0
70
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0