x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
146-წლიანი ტრადიციის შემდეგ უიმბლდონის მკაცრ დრეს-კოდში ქალებისთვის სასიამოვნო ცვლილებები შეიტანეს
image

უიმბლდონის ტურნირი-ერთერთი ყველაზე დიდი მოვლენაა საჩოგბურთო სამყაროში. ის განთქმულია თავისი მკაცრი წესებით და მკაცრად დაცული გაწერილი დრეს-კოდით, რომლის დამრღვევი არც კორტებზე დაიშვება და არც ტრიბუნაზე.


უიმბლდონის ტურნირის წესები 146 წლიანი არსებობის მანძილზე იცვლებოდა, მაგრამ არ იცვლებოდა დრეს-კოდი ქალი მონაწილეებისათვის იმ დღიდან, რაც გრძელი კაბის ნაცვლად მოკლე ქვედაბოლოები, შორტები და ტრუსები დაუშვეს, რომელთა ფერი აუცილებლად თეთრი უნდა ყოფილიყო, რაც უზარმაზარ დისკომფორტს უქმნიდა ქალ ჩოგბურთელებს ერთი მიზეზით-მენტრუაციული ციკლის დროს ქალ ჩოგბურთელებს უწევდათ თეთრეულის გამოცვლა რაც ძალიან დიდ უხერხულობას იწვევდა მაყურებლების წინაშე.



სწორედ აქედან გამომდინარე ტურნირის ადმინისტრაცია წავიდა დათმობაზე და უკვე ქალ ჩოგბურთელებს შეეძლებათ შეხვედრის წინ ჩაიცვან ფერადი შორტები და ტრუსები, რაც გაუთვალისწინებელი უხერხულობისაგან დაიცავს მათ.
ქალი ჩოგბურთელები ხშირად გამოთქვამდნენ უიმბლდონის ტურნირზე უკმაყოფილებას არსებული დრეს-კოდის გამო, რადგან უწევდათ მენტრუაციული ციკლის გადასადებად და სისხლდენის შესაჩერებლად მიეღოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონები რომელთა გამო პრობლემები ექმნებოდათ დოპინგ კონტროლის დროს.




უიმბლდონში პირველი ტურნირი ჩატარდა 1877 წელს, მოთამაშეებს დრეს-კოდის შესაბამისად უწევდათ თეთრი ფორმით თამაში. მაისურებზეც კი მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული, ასევე სპორტული ფეხსაცმელის ფერზეც.
როცა 2013 წელს პროფესიონალური ჩოგბურთის ცოცხალმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა ფორთოხლისფერი სპორტული ფეხსაცმლით ჩაატარა შეხვედრა, უზარმაზარი სკანდალი აგორდა და ფედერერი ლამის გამოეთიშა ტურნირს.


ქალ ჩოგბურთელებს უიმბლდონის ტურნირზე მონაწილეობის უფლება მხოლოდ 1884 წელს მისცეს, სადაც გრძელი კაბებით უწევდათ მონაწილეობის მიღება რაც ბუნებრივია დისკომფორტს უქმნიდა მათ, მხოლოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მისცეს მათ მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმის უფლება, თუმცა ფერი იგივე-თეთრი დატოვეს.


უკანასკნელ წლებში ჩოგბურთის ლეგენდა ბილი ჯინ კინგი, ასევე ჯუდი მიურეი, პროფესიონალი ჩოგბურთელის ენდი მიურეის დედა გამოდიოდნენ წინადადებით დრეს-კოდში შეეტანათ ცვლილებები.



"ჩვენ ხშირად გვქონდა შხვედრებზე ცუდი განწყობილება მენტრუალური ციკლის გამო არ შეგვქმნოდა უხერხული სიტუაცია თეთრი ტანსაცმლის გამო"-აცხადებს კინგი.


თავის განცხადებაში "All England Club"-ის გენერალურმა დირექტორმა სალი ბოლტონმა გამოხატა იმედი, რომ ახალი ცვლილება "დაეხმარება ქალ ჩოგბურთელებს მთელი ყურადღება გადაიტანონ შეხვედრაზე, რადგან მოეხსნებათ უხერხულობის განცდა, რაც თეთრი ტანსაცმლის ტარების აუცილებლობით იყო გამოწვეული".

0
630
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
630