x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცოლები გასაყიდად!- XIX საუკუნის ინგლისის კიდევ ერთი ბარბაროსული ტრადიცია

ინდუსტრიული რევოლუციის დროს ინგლისში ბევრი უიღბლო ქორწინება იყო, მაგრამ განქორწინება იყო ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი, რომელიც მიუწვდომელი გახლდათ დაბალი კლასებისთვის. ამიტომ ახალი ტრადიცია მოიგონეს: ცოლის გაყიდვა. მსგავსი კონცეფცია გაჩნდა დაახლოებით 1700-იანი წლების შუა ხანებში და პოპულარული გახდა მე-19 საუკუნეში. ეს არ იყო ოფიციალური პროცედურა და ფაქტობრივად, ქორწინება კანონიერად არ იშლებოდა.image

ცოლის გაყიდვის საილუსტრაციო შემთხვევა აღწერილია თომას ჰარდის ნაშრომში „კასტენბრიჯის მერი“, სადაც მთავარი გმირი ყიდის თავის ცოლს და შემდეგ სინდისის ქენჯნას სიკვდილამდე მიჰყავს.

გაყიდვის ყოველი პროცედურა სტანდარტულად გამოიყურებოდა: ქმარს ცოლი მოედანზე მიჰყავდა, კისერზე მიმაგრებული საყელურით. ამის შემდეგ სცენაზე უშვებდა და აუქციონს იწყებდა. ცოლი ერგებოდა მას, ვინც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა.image

იმდროინდელი გაზეთები ნათლად აშუქებდნენ ასეთ მოვლენებს. ერთ-ერთი ყველაზე ადრე დაფიქსირებული გაყიდვები თარიღდება 1733 წლით. ჩანაწერის მიხედვით, ვინმე სამუელ უაიტჰაუსმა მიჰყიდა თავისი ცოლი მერი უაითჰაუსი თომას გრიფიტსს ერთ ფუნტ სტერლინგად. მისტერ გრიფიტსს მოუწია „ქალის მიღება მთელი თავისი ნაკლით“. კიდევ ერთი ცოლი “გაიტანეს" გასაყიდად, საწყისი ფასი ერთი პენი ჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ მარტოხელა ფერმერებმა ამ ქალის მოსაპოვებლად ლამის ჩხუბი დაიწყეს. საბოლოოდ აუქციონი ხუთ შილინგსა და ექვს პენსზე დასრულდა.image
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ცოლების გაყიდვა ორმხრივი შეთანხმებით ხდებოდა. უმეტეს შემთხვევაში, ცოლს მისივე საყვარელი ყიდულობდა ნომინალურ საფასურად. ხდებოდა ისიც, რომ აუქციონის შემდეგ სამივე ტავერნაში მიდიოდა ამ “ყიდვა-გაყიდვის" აღსანიშნად.

ცოლების გაყიდვის ყველაზე დიდი რაოდენობბა 1780 წლიდან 1850 წლამდე აღინიშნა. დღემდე, ამ პროცედურის მინიმუმ 300 ოფიციალური დადასტურება დაფიქსირდა. და ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ინგლისში 1753 წელს მიიღეს ქორწინების კანონი. ამ დრომდე ქორწინება არ იყო რეგისტრირებული. ქალები თითქმის მთლიანად ემორჩილებოდნენ ქმრებს. განქორწინება წარმოუდგენლად ძვირი ღირდა. სწორედ სკვერში ცოლების გაყიდვა გახდა ერთმანეთისგან თავის დაღწევის ყველაზე საიმედო გზა. ხელისუფლებამ არ მოიწონა ეს პრაქტიკა, მაგრამ მათ უბრალოდ თვალი დახუჭეს ამაზე.
1830 წელს მოხდა გაყიდვის კიდევ ერთი საინტერესო აქტი. ქმარმა აუქციონი დაიწყო, მაგრამ შემდეგ შეაჩერა ის და თქვა, რომ ყველაფერი ისე უნდოდა დაეტოვებინა, როგორც იყო. ცოლმა ყველას დასანახად გააწნა სილა და დაიყვირა: “ მე უნდა გავიყიდო, ცვლილებები მჭირდება!".
ცოლის გაყიდვის ბოლო მტკიცებულება 1913 წლით თარიღდება. ქალი, რომელმაც ჩვენება მისცა ლიდსის სასამართლოში, ამტკიცებდა, რომ ქმარმა იგი თანამშრომელ კოლეგას მიჰყიდა ერთ ფუნტ სტერლინგად.



1
560
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
560
  
2023, 16 აგვისტო, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1