x
image
თუთიკო ბერძენა
როცა არ იცი, რომ სიკვდილში გძინავს! - სასიკვდილო ტოქსინები თანამედროვე ავეჯში
თუ სახლში თავს ცუდად გრძნობთ, არ გძინავთ, მუდმივი გაღიზიანება და დისკომფორტია - მიმოიხედეთ, რა მასალისგანაა დამზადებული თქვენი ავეჯი.image


დღეს ბაზარზე უამრავი თანამედროვე სტილის ლამაზი ავეჯია, რომელიც სოლიდური თანხაც ღირს, თუმცა ჩათვალეთ, რომ თქვენ იხდით სოლიდურ თანხას საკუთარ სიკვდილში, თუ ავეჯი დამზადებულიქა DSP, MDF, DVP-სგან. არ არის ხისგან და აი, რატომ:



ბოლო დროს გერმანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს DSP, MDF, DVP მასალების სასიკვდილო ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ადამიანები სვამენ კითხვებს, საიდან ამდენი ონკოლოგიური დაავადებები, საიდან ამდენი სიკვდილიანობა? გარდა იმისა, რომ არ ვიცით, რას მივირთმევთ დღისით, ჩვენ არც ის ვიცოდით აქამდე, რაში გვეძინა, რა ავეჯის გარემოხვაში ვატარებთ ცხოვრების მეტ წილ დროს.

image


ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ ქიმიკატებზე, ზოგი კი უფრო მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოთ, თუ ახლახან გადახვედით ახალ სახლში ან განაახლეთ ბინა.


ფორმალდეჰიდის კონცენტრაცია, რომელიც იქმნება შენობაში, დამოკიდებულია არა მხოლოდ მასალაზე, არამედ ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ვენტილაციის ტიპსა და სიჩქარეზე (ვენტილაციის სიხშირე), გათბობის ტიპზე (ცენტრალური ან ღუმელი).



"ახალი მასალები არის არა მარტო ფორმალდეჰიდის, არამედ 12-მდე ტოქსიკური ქიმიკატების აქტიური გამომყოფი სახლის ჰაერში.ისინი შეიცავს ფენოლ-ფორმალდეჰიდის, შარდოვანა-ფორმალდეჰიდის და მელამინის ფისებს. ექსპლუატაციის დროს ტოქსიკური ნივთიერებები თითქმის მუდმივად გამოიყოფა.



ფორმალდეჰიდის ემისია მცირდება მასალების „დაბერებისას“ და აღწევს ფონურ დონეს 3-5 წლის შემდეგ. თუმცა, თუ ვსაუბრობთ რბილი ავეჯის შესახებ, ქიმიის გამოშვება შეიძლება მოხდეს 50 წლის მუშაობის შემდეგაც.



მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა, ღუმელის გათბობა, გაზქურები განსაზღვრავს ნივთიერების გაზრდილ გამოყოფას ჰაერში", -ამბობს გერმანელი მეცნიერი, ქიმიკოსი ა. ბერგერი/

image

"და თუ თქვენ გაქვთ ძველი მყარი ხის ავეჯი და ის არ არის დაზიანებული სოკოებით და სხვა მავნებლებით, მაშინ იქნებ საუკეთესო ვარიანტია საერთოდ არ იყიდოთ არაფერი, უბრალოდ დატოვოთ ძველი? უფრო მეტიც, მისილქამაზად რესტავრირება შესაძლებელია. ასეა თუ ისე, ყველა ირჩევს თავისთვის, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია - ინტერიერის განახლება ნებისმიერ ფასად თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება", ამბობნს შვეიცარიელი მეცნიერი, რპოფესორი დ. შუილცი.


თუ ტოქსიკური ავეჯის თემა გაწუხებთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ოთახში არსებულ სხვა მავნე მასალებსაც. შეიძლება იყოს არანაკლები საფრთხე ჯანმრთელობისთვის, ან უფრო მეტიც.

image


თუ თქვენ ახლახან შეიტანეთ ე. წ. DSP, MDF, DVP სან დამზადებული ავეჯი სახლში, აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა მავნე ზემოქმედების ოდნავ შესამცირებლად მაინც:



ხანგრძლივად შეინახეთ ახალი ავეჯი გარეთ (ან საცხოვრებელი ფართის გარეთ) სანამ არ დაკარგავს სუნს.



მუდმივად გახსენით ფანჯრები და ანიავეთ ოთახები ავეჯი უნდა დადგათ გრილ და მშრალ ადგილას, რადგან მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ზრდის გაზების გამოყოფას.


თუ შეამჩნევთ თავის ტკივილის ან რესპირატორული პრობლემების ზრდას, შესაძლოა დროა უფრო ღრმად ჩახედოთ არის თუ არა ავეჯის მასალები თქვენთვის პრობლემა.

image

როდის არის საჭირო სამედიცინო დახმარება?



ფორმალდეჰიდით მოწამვლა მძიმეა და თან ახლავს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულმა მიიღოს სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება მალე. ფორმალდეჰიდით ინტოქსიკაციის პირველი ნიშნის დროს ს უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. რესპირატორული დარღვევების შემთხვევაში მსხვერპლს უტარდება რესპირატორული ანალეფსიები (ლობელინი, ციტიტონი). ტარდება ზომები ხორხის შეშუპების აღმოსაფხვრელად.

image

.

ფსიქომოტორული აგზნების შესაჩერებლად გამოიყენება ტრანკვილიზატორები (რელანიუმი, სიბაზონი, სედუქსენი). ძლიერი ტკივილის სინდრომის დროს ნაჩვენებია ნარკოტიკული ანალგეტიკების (პრომედოლი, მორფინის ჰიდროქლორიდი, ომნოპონი) დანიშვნა.


საავადმყოფოში პერორალური ფორმალდეჰიდით მოწამვლის შემთხვევაში კეთდებას კუჭის ამორეცხვა. ამ შემთხვევაში ანტიდოტად გამოიყენება ქლორიდის, აცეტატის ან ამონიუმის კარბონატის 2%-იანი ხსნარი, ვინაიდან ეს ნივთიერებები აკავშირებს ფორმალდეჰიდს და გარდაქმნის მას უროტროპინად.


თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის თავიდან ასაცილებლად გლუკოზა-ნოვოკაინის ნარევი შეჰყავთ ინტრავენურად.


ბავშვებისთვის განკუთვნილი ავეჯის მახასიათებლები



არ არსებობს კარდინალური განსხვავებები ბავშვებისთვის ავეჯის წარმოების მეთოდებში. იგი განსხვავდება მხოლოდ საბოლოო შედეგის უფრო მკაცრი მოთხოვნებით, რაც, პირველ რიგში, განისაზ ღვრება ფორმალდეჰიდის აორთქლების მოცულობით. ძირითადი მასალები, საიდანაც მზადდება ბავშვთა ავეჯი, იგივეა, რაც სხვა დიდებისთვის:



ყველაზე უსაფრთხო ვარიანტებია ხე, ლითონი, მინა - ამ მასალებს არ აქვთ მავნე გამონაბოლქვი. ასევე, მათ არ აქვთ პოლიპროპილენისგან დამზადებული პლასტმასიები, DSP, MDF, DVPარის მასალები ავეჯის წარმოებისთვის, რომლის საფუძველია ხის წარმოების ნაშთები: ნამსხვრევები და ნახერხი. ზეწოლის ქვეშ და წებოს დახმარებით ისინი ქმნიან გამძლე ფირფიტებს, რომლებიც შემდეგ დაფარულია ერთ-ერთი ტიპის ფირით:


ლამინირებული; ვინირებული.

image

DSP, MDF, DVP-ს ნივთიერებით მოწამვლას შეუძლია შეუქცევადი შედეგების განვითარება.


გარემოსდაცვითი კეთილგანწყობის თვალსაზრისით, სამეთვალყურეო სამსახურები და განვითარებულუ სახელმწიფოები დიდ მოთხოვნებს უყენებენ მასალებს.



"არ არსებობს მაღალი და დაბალი ხარისხის დაფები. მარალი ხარისხი შეიძლება მის მედეგობას განსაზღვღავდეს და არა ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების სიმცირეს. ფორმალდეჰიდი აღიარებული კანცეროგენია. ადამიანის ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით მოხვედრისას იწვევს მოწამვლას და აშლილობას, ასევე ზოგიერთ რთულ დაავადებას. მთავარია კიბო და სხვადასხვა ხარისხის დერმატიტი.


თუ არ იცით რა არის ფორმალდეჰიდი, მაშინ აგიხსნით. ფორმალდეჰიდი არის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც კანცეროგენი. და მოგეხსენებათ, კანცეროგენულმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო ნებისმიერ ადამიანში, როგორც ზრდასრულ მამაკაცსა თუ ქალში, ასევე ბავშვში.


თუ ყურადღებას მიაქცევთ, თუ როგორ სუნი აქვს ახალ შენაძენს, რომელიც დამზადებულია დაფებისგან, მაშინ იგრძნობთ უსიამოვნო სუნს. ეს არის ზუსტად იგივე უფერო გაზი - ფორმალდეჰიდი.



ძალიან მავნე გავლენას ახდენს ადამიანის სასუნთქ სისტემაზე, კერძოდ, აღიზიანებს თვალების ლორწოვან გარსს, ხორხს და ცხვირს. ასევე ზიანდება ადამიანისა და ცხოველების კანი და ნერვული სისტემაც კი. ამიტომ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ DSP-ს საკმაოდ შეუძლია ასთმის შეტევის გამოწვევა.", აცხადებს ა. ბერგერი.

image

რატომ და სად გამოიყენება?



როდესაც ადამიანი გაიგებს, რომ ჩასეთ აქვს ასეთი საზიანო გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, უნებლიედ ჩნდება კითხვა, რატომ გამოიყენოს ეს ფირფიტები წარმოებისთვის? და სიამოვნებით გიპასუხებ შენთვის.


ფაქტია, რომ ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან (მაგალითად, სუფთა ხისგან) ავეჯის დამზადება საკმაოდ ძვირია მწარმოებლისთვის და, შესაბამისად, მაღაზიაში ამ პროდუქტის ფასი შესაბამისი იქნება. ამიტომ, იმისათვის, რომ პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მწარმოებლები მიმართავენ ჩიპბორდის გამოყენებას.


ფორმალდეჰიდი ასევე გამოიყენება ყველა სახის პლასტმასის, სხვადასხვა სახის ფისების წარმოებაში, გამოიყენება როგორც კონსერვანტი საღებავების დასამზადებლად და ასევე ფართოდ გამოიყენება ადჰეზივების წარმოებაში.


საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ტანამედროვე დიზაინის, ლამაზი ავეჯით, რომლის ფასებიც ძალიან მაღალია მიუხედავად იმისა, რომკ დამზადებულია არა ხისგან, არამედ სწორედ ზის იმიტაციებისგან. ირანულ ავეჯს, რომელიც ხეს წააგავს, თუ ჩამოწრით, გაოცდებით, რა ნაგავია დაპრესილი მასში. იგივე ეხება ბევრ ლამაზად შეფუთულ ავეჯსაც, რომელთაც კატასტროფულ ფასებად ჰყიდიან. ადამიანი ფიქრობს, რაკი ასეთი ძვირია, ნიშნავს, რომ ხარისხიანია. ესაა ერთგვარი ფანდი გაყიდვის მენერჯერებისგან აპრობირებული დღეს. ისინი მუშაობენ ადამიანის ფსიქოლოგიაზე და არა ავეჯის ხარისხზე.


ყველაზე მეტად რაც ზემოხსენებულ მეცნიერებს უკვირთ არის ის, რომ დღეს სიძველი იმიტაცია ზალიან ტრენდულია და ადამიანები ყიდულობენ არა ბუნებრივად დაძველებულ ავეჯს, არამედ სიძველის იმიტაციას.


" ძველი ხის ავეჯის დიზაინის განახლების უამრავი საშუალება არს3ებობს და მაინც ადამიანები ყიდულობენ სიკვდილს ამ დაფების სახით, ზოგჯერ სიძველის იმიტაციით. ვურჩევდი ყველას, ვინც საკუთარ და შვილების ჯანმრთელობაზე ფიქრობს, შეიძინონ ხის ავეჯი და თუ მნისი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, ნუ აირჩევენ სიკვდილს, რომელსაც ლამაზი სახე აქვს და მაინც სიკვდილია, განაახლონ ძველი ხის ავეჯი, ბოლოს და ბოლოს შეიძინონ რკინის ავეჯი", - აცხადებს შულცი.



საქართველოში აარც თუ შორეულ წარსულში იყო ავეჯის ფაბრიკები, რომელტა ნაწარმი მსოფლიოს ქვეყნებში იქცევდა ყურადღებას მისი სიჯანსაღით . ევროპის მტელ რიგ ქვეყნებში იცნობდნენ მაგალიტად ქუთაისის ავეჯის კომბინატის პროდუქციას, რომელიც საექსპორტოდ მზადდებოდა კაკლის მრავალწლიანი შრობის შემდეგ მირებული მასალიგან, რომელსაც სპეციალურად ამუშავებდნენ ჯანმრტელობისთვის არამავნე ნივთიერებებით, რადგან ხარისხის მთავარი პარამეტრი სწორედ ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენის ინდიკატორი იყო. ეს პროდუქცია არა მხოლოდ დიზაინით უძლებდა დროს, არამედ სიჯანსაღით.


სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის მიერ ნაწარმოებ ავეჯს ხედავ მაგალითად, პრაღაში, პროფესორების ოჯახში სტუმრად მისული და ხვდები, რომ მართლაც " შინაირ მღვდელს შენდობა არ აქვს":

imageimage


დღეს ავეჯის მასალის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის საკითხი ნაკლებად აინტერესებთ მწარმოებლებს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ცნობილ ფაბრიკებში. სწორედ ამიტომ ითხოვენ მეცნიერები ბერგერი და შულცი, გამკაცრდეს კონტროლი აღნიშნულ საკითხზე, რომ ადამიანებმა ავეჯის სახით არ შეიძინონ თვითონ სიკვდილი!





0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0