x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პლანეტის 5 ხე–მცენარე, რომელიც მეტად უცნაურ ნაყოფს იძლევა

ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველა საოცარი მცენარის ჩამოთვლა, ალბათ, შეუძლებელია... თუმცა, ეს 5 მცენარე, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მათი არსებობის შესახებ ვიცოდეთ.


კორპის მუხაimage


კორპის მუხა (Quercus suber) კაცობრიობის მიერ ასწლეულების მანძილზე გამოიყენება. ძველი ბერძნები მას თიხის დოქების და ამფორების ხუფად იყენებდნენ, ხოლო რომაელები – სკებში ხმარობდნენ.

დღეს კორპის მუხის ქერქისგან ღვინის ბოთლის საცობებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებენ.

ხისთვის ქერქის მოცლა 10 წელიწადში ერთხელ შეიძლება (მოსავლის აღების მსგავსად). ამის გაკეთება კი იმიტომ არის შესაძლებელი, რომ მცენარეს ქერქის რეგენერაციის უნარი გააჩნია და ეს მანამდე გრძელდება, ვიდრე ის 200 წლის ასაკს არ მიაღწევს.

ერთი ხის ქერქიდან საშუალოდ, 4000 საცობის მიღება შეიძლება.


ბაობაბიimage


ადანსონია (Adansonia za) – ბაობაბის ერთ-ერთი სახეობაა და მისი ბუნებრივი არეალი მადაგასკარის ტყეები არის. კუნძულზე ტყეების მასობრივი გაჩეხის გამო დღეს მცენარე გაქრობის საფრთხის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ ბაობაბი საკმაოდ სწრაფად იზრდება, მას ტყის ჩეხის ტემპების გასწრება არ შეუძლია.

ამ სახეობის მცენარეს ძალიან ხანგრძლივი სასიცოცხლო პერიოდი აქვს. ველურ ბუნებაში ისეთი ეგზემპლარებიც არსებობს, რომლის ასაკი 1000 და მეტი წელია.

ადანსონიას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: მისი ქერქი რბილი და ბოჭკოვანია და ის თოკის და ქსოვილის დასამზადებლად გამოიყენება. ხოლო, ნაყოფი – კალციუმით და C ვიტამინით არის მდიდარი და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.


ჩილური ღვინის პალმაimage


ჩილური ღვინის პალმა ანუ იუბეა (Jubaea chilensis) წარმოქმნის ტკბილ წვენს, რომელიც პალმის ღვინოს და პალმის სიროფის საწარმოებლად გამოიყენება. პალმის ნაყოფი, როგორც ფოტოზე ჩანს, ძალიან დიდია, მაგრამ მას ღვინოსთან თითქმის არანაირი კავშირი არა აქვს. იმ ტოტის ხიდან მოჭრის შემდეგ, რომელზეც ნაყოფი ასხია, ბოთლს ამაგრებენ და ხიდან გამოჟონილ წვენს აგროვებენ. ხოლო კლიმატი, მცენარის სწრაფ რეგენერაციას უწყობს ხელს.

ჩილეში ეს ღვინო იმდენად პოპულარულია, რომ ადგილობრივებმა საკუთარ ნაკვეთებზე სხვა მცენარეები გაკაფეს და პალმების პლანტაციები გააშენეს.


სანთლის ხეimage


მსოფლიოში მხოლოდ 2 სახის ხე არსებობს, რომლის ნაყოფი სანთელივით იწვის. ერთ-ერთი მათგანი, მოლუკის ტუნგი (Aleurites moluccana) ყველა კონტინენტის ტროპიკულ ტყეებში იზრდება, ხოლო მეორე – სანთლის ხე, იგივე პარმენტერა (Parmentiera cereifera) მხოლოდ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ხარობს.

მოლუკის ტუნგს, მართალია, სანთლის ფორმა არა აქვს, მაგრამ დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს და კარგად იწვის. რაც შეეხება პარმენტერას, ის სრულიად ამართლებს სახელს — როგორც ფორმით, ისე ფუნქციით.

სანთლის ხე, არც თუ ისე მაღალი, მარადმწვანე მცენარეა და მისი სამშობლო პანამაა. ნაყოფი პირდაპირ ღეროდან ან ტოტებიდან არის გამოკიდული და გიგანტურ სანთლებს მოგვაგონებს. თითოეული მათგანის სიგრძე, შეიძლება 1 მ-მდე იყოს, ხოლო სიგანე (დიამეტრი) – 2-3 სმ-ია. ნაყოფი ყვითელი ან თეთრი ფერის არის. ყოველივე ეს, მის პარაფინის სანთელთან მსგავსებას იწვევს და სახელიც სწორედ აქედან მოდის.

სანთლის ხის ნაყოფი საკვებადაც გამოიყენება. როგორც ამბობენ, მას ვაშლის გემო აქვს, მაგრამ უფრო ტკბილია. მიირთმევენ უმი სახით, როგორც ხილს და ასევე, სალათებში და სხვა კერძებში ამატებენ.


მოლუკის ტუნგიimage


როგორც ზევით იყო აღნიშნული, ზეთის მაღალ კონცენტრირებული შემადგენლობით, კიდევ ერთი მცენარე გამოირჩევა, რომელიც რძიანასებრთა (ლათ. Euphorbiacea) ოჯახს მიეკუთვნება. ამ მცენარის თვისებები იმდენად ადრე აღმოაჩინეს და გაამრავლეს, რომ დღეს უკვე შეუძლებელია მისი სამშობლოს ზუსტად დადგენა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ტუნგის გავრცელება მოლუკის კუნძულებიდან უნდა მომხდარიყო.

სანთლის ხისგან განსხვავებით, მოლუკის ტუნგი (Aleurites moluccana) მაღალი ხე არის. მისი სიმაღლე შეიძლება 20 მეტრსაც კი აღემატებოდეს. მას დიდი ზომის ღია მწვანე ფერის ფოთლები აქვს, რომლის ზომა, შეიძლება, 10-20 სმ. იყოს. რაც შეეხება ნაყოფს, დაახლოებით, 4-6 სმ. დიამეტრის კაკლებია, მყარე ქერქით და ზეთით გაჯერებული, ერთი თესლით. კაკლის გატეხის შემდეგ, ყოველგვარი დამუშავების გარეშე, მისი ანთება პირდაპირ შეიძლება.

ზოგიერთ ქვეყანაში, ამ ხის ნაყოფიდან ბლანტ სოუსს ამზადებენ, რომელიც სუფრაზე ბოსტნეულთან და ბრინჯთან ერთად მიაქვთ. გარდა ამისა, მცენარის სხვადასხვა ნაწილი ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენება: ზეთი — თმის ზრდის სტიმულირებისთვის; თესლი – ყაბზობის დროს; ქერქი – სიმსივნის მკურნალობისას (იაპონიაში); ფოთლებით თავის ტკივილს, ციებ-ცხელებას, წყლულს და გონორეას (მალაის კუნძულებზე) მკურნალობენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "განგსტერი" პრემიერი და ტომპსონის ლეგენდარული ავტომატი

* სწრაფი ტესტი საკუთარი "ფენომენის" დასადგენად

* 10 რამ ქალის გარეგნობაში, რაც მამაკაცების უმრავლესობას "აგიჟებს"

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
516
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0