x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
იტალიური შედევრი Maserati Gran Turismo

Maserati Gran Turismoimage წარმოადგენს 4-ადგილიან(2+2)სპორტულ ავტომობილს.მისი უკანა სავარძლები ისეთივე კომფორტულია, როგორც წინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, Maserati Gran Turismo შეიძლება განხილული იქნეს როგორც "ყოველდღურად გამოსაყენებელი სპორტული ავტომობილი".მას გააჩნია საკმაო მოცულობის(თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ იგი სპორტული ავტომობილია)საბარგულიც (260ლ მოცულობის).

imageავტომობილი აღჭურვილია ადაპტური მართვის ბრწყინვალე სისტემით, რომელიც შეიძლება მოერგოს მართვის სტილსა და საგზაო პირობებს.ღილაკზე - "Sport" ეთი დაჭერით ავტომობილი სპორტულ რეჟიმზე გადაერთვება;ასევე გააჩნია ზამთრისათვის განკუთვნილი რეჟიმი "Ice".ავტომობილი შემუშაებულია ისე, რომ მისი სვლის ხარისხი უზრუნველყოფს დაღლილობის შეგრძნების გარეშე ხანგრძლივ მოგზაურობას.ავტომობილს აქვს კლიმატკონტროლიimage, ნავიგაციის სისტემა 7-დუიმიანი ეკრანით, ხარისხიანი აუდიო სისტემა და კომფორტის მრავალი სხვა ელემენტი.სალონის ინტერიერში გამოყენებულია ძვირფასი ხისა და ტყავის მასალები(სალონის მოსაპირკეთებელი ელემენტების მასალისა და ფერის შერჩევა შესაძლებელია მყიდველის გემოვნების მიხედვით, წინასწარი შეკვეთით).imageMaserati Gran Turismo აღჭურვილია 4, 2 ლ მოცულობის მქონე 405-ცხენის ძალიანი ატმოსფერული(ანუ ტურბო ჩაბერვის არ მქონე)8-ცილინდრიანი, ცილინდრების V-სებრი განლაგების მოქონე ძრავათი, რომელსაც გააჩნია აირგანაწილების ცვლადი ფაზები.მისი მაქიმალური სიმძლავრე შეადგენს 405 ცხენის ძალას.ადგილიდან 100კმ/სთ სიჩქარეს გასავითრებლად ამ "იტალიელს" 5, 2 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 285კმ/სთ-ია.საწვავის ხარჯი შერეულ ციკლში შეადგენს 12, 3ლ-ს 100კმ-ზე, ტრასაზე-7, 9ლ-ს 100კმ-ზე(რაც ასეთი ლიტრაჟის მქონე ძრავისათვის საუკეთესო მაჩვენებელია), ხოლო ქალაქში მოძრაობის დროს მისი "მადა" მატულობს(ისევე როგორც ნებისმიერი ავტომობილის) და 100კმ-ზე უკვე 18, 2 ლიტრია საჭირო.

7
29
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
29
  
2012, 12 ოქტომბერი, 9:59
+++
2012, 7 ოქტომბერი, 12:29
კაია +1
2012, 6 ოქტომბერი, 13:44
++++++++
0 1 7