x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენი მილიარდი დაკარგეს ევროპულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შემდეგ?- Financial Times
image

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ მსხვილმა ევროპულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე მინიმუმ 100 მილიარდი ევროს ზარალი განიცადეს. ამის შესახებ Financial Times-ი ექსპერტების კვლევაზე დაყრდნობით წერს.


ექსპერტების თქმით, დაახლოებით 176 კომპანიას აქვს დაფიქსირებული, კერძოდ, „გაუფასურებული აქტივები და ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული ხარჯები“. თუმცა, გამოცემა არ ითვალისწინებს უკრაინის კონფლიქტისა და ანტირუსული სანქციების გამო ენერგეტიკის და სხვა პროდუქტების გაძვირებას.


გამოცემამ აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ზარალი ნავთობისა და გაზის კომპანიებმა განიცადეს. BP-ის, Shell-ისა და TotalEnergies-ის ჯამურმა ზარალმა 40, 6 მილიარდი ევრო შეადგინა. გარდა ამისა, სამრეწველო კომპანიებმა, მათ შორის ავტომობილების მწარმოებლებმა, დაკარგეს 13, 6 მილიარდი ევრო რუსეთში, ხოლო ფინანსურმა კორპორაციამ, განსაკუთრებით ბანკებმა, დააფიქსირეს ჩამოწერა და სხვა ხარჯები 17, 5 მილიარდი ევროს ოდენობით.




არის ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის ბაზრის დატოვებაზე კატეგორიულად უარს ამბობს სანქციების დაწესების შემდეგაც კი. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკა რჩება გლობალური ეკონომიკის ნაწილად. ამ მოსაზრებას, კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იზიარებს.


"ევროპა დაზარალდა სანქციების გამო, რადგან უარი თქვა რუსული ენერგეტიკაზე,

დასავლეთის ქვეყნები იძულებულნი არიან იყიდონ ენერგორესურსები ორჯერ უფრო ძვირად და დროთა განმავლობაში მათი საქონელი ბაზარზე კონკურენტუნარიანობას კარგავს, "-ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.


იტალიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე რუსული ბაზრის დატოვებაზე უარი თქვეს, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების ძლიერი ზეწოლისა.


რუსეთში იტალიელ მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვიტორიო ტორემბინის თქმით, ათობით კომპანიამ დიდი ხანია გახსნა საკუთარი საწარმოები და მილიარდობით ევროს ინვესტიცია მოახდინა რუსეთის ეკონომიკაში.


ანალოგიურ სიტუაციაში არიან გერმანული კომპანიები. ისინი რუსული ბაზარს არ სტოვებენ, მიუხედავად სანქციებისა და გერმანიის ხელისუფლების ზეწოლისა.


როგორც Bloomberg-ი ადრე იტყობინებოდა, იმ უცხოურმა კომპანიებმა, რომლებმაც არჩიეს რუსეთში დარჩენა, 2022 წელს გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირეს. მაგალითად, Oreo-ს ბისკვიტის მწარმოებელმა და Alpen Gold-ის შოკოლადის მწარმოებელმა Mondelez-მა გაყიდვები გაზარდა 92 მილიარდ რუბლამდე (38 პროცენტით მეტი), ხოლო შოკოლადის მწარმოებელმა Cadbury-მ გაორმაგდა შემოსავალი 2021 წელთან შედარებით.

1
110
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
2023, 16 აგვისტო, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1