x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"მის მეუღლეს თვალები ისე ქონდა გაყინული, ჩემი არც მისვლა გაუგია და არც დამშვიდობება მგონი"-მამუკა ბიჭაშვილი

image

რაჭაში, კურორტ შოვში დამტყტარმა სტიქიურმა უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. სოციალურ ქსელში ამ ტრაგედიას დაკავშირებით არაერთი სულის შემძვრელი ისტორია ვრცელდება.



ფეისბუკ მომხმარებელი მამუკა ბიჭაშვილი ემოციურ ამბავს იხსენებს, რომელიც მას რაჭაში, ტრაგედიის ადგილიდან ცოტათი მოშორებით გადახდა თავს.




"ერთ ამბავს მოგიყვებით.. შოვიდან ევაკუაციის დროს რაც მოვისმინე უცხო კაცისგან. უწერაში მჟავე წყალთან შევაჩერე მანქანა. წყაროსთან ახალგაზრდა კაცი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იყო ჩამომჯდარი..
გამარჯობის ნაცვლად ვუთხარი, შოვისკენ თუ აპირებთ ასვლას ნუ წახვალთ საშინელი სტიქია მოხდათქო. რაღაც პერიოდი არცერთმა არ გამცა ხმა.
წყალი რომ შევავსე ბოთლში და მანქანისკენ დავიძარი, ეს კაცი მეუბნება, ძმაო ერთ ამბავს გეტყვიო:
- ჩვენ სანსეტ შოვში დავბინავდით რამდენიმე დღის უკან და გუშინ საღამოს რატომღაც ავიჩემე მრავალძალში წასვლა-მოლოცვაო. ჩემი მეუღლე კი მეწინააღმდეგებოდა, წადი, მოილოცე რამდენიც გინდა, მე და ბავშვები აქ მაინც დაგვასვენეო.. ერთხანს კი დავთანხმდი, მაგრამ ამ დილით არაფრით არ დავტოვე და მაინც ყველანი წამოვიყვანე მრავალძალშიო. ახლა, უკანა გზაზე, ფეისბუკიდან გავიგეთ რომ ის ტერიტორია სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად ვსეირნობდით მთლიანად წაუღია ღვარცოფსო.. დასკვნას შენთვითონ კი გამოიტან ჩემი მონაყოლიდანო.
- საუბრის აქცენტით აშკარად აჭარელი კაცი იყო. რაღა უნდა მეპასუხა?! დავემშვიდობე მათ ოჯახს და წამოვედი. მის მეუღლეს თვალები ისე ქონდა გაყინული, ჩემი არც მისვლა გაუგია და არც დამშვიდობება მგონი"-წერს მამუკა ბიჭაშვილი.
დღეს 7 აგვისტოს მთვარობის გადაწყვეტილებით მთლიანად საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული, საქართველოს საპატრიარქო რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო პანაშვიდს გადაიხდის.
„რაჭაში, შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად დღეს, 2023 წლის 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
1
556
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
556
  
2023, 16 აგვისტო, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1