x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში...“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია შოვში დატრიალებულ საზარელ ტრაგედას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოში კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს ასახელებს:



"2023 წელი, 6 აგვისტო


ამ წუთას ვხედავ სერიოზულ შეტევას პოლონეთზე — ბომბს ჩამოაგდებენ. უკრაინა კი ბომბს კრემლს ესვრის და ვხედავ, როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები.

აქ ლუკაშენკოს შეშინებულ სახეს ვხედავ. ის წინ აღუდგება პუტინს და გადაწყვეტს, რომ ბრძოლა გამოუცხადოს. საქართველო დაავიწყდებათ — ევროკავშირის ქვეყნებზე გადაერთვებიან. საქმეში ამერიკაც ჩაერევა. ამ დროს კი საქართველოს რთული პოლიტიკური თამაშებიდან ძვრება.


ვხედავ, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, 50 კოსმიური ლეგიონი ფეხზე დგას. ერთი ხელის აქნევა და მთელ რუსეთს წალეკავს მეწყერივით, როგორც შოვი წალეკა. და ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა.


ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში — ეს გომბორია! იმაზე მეტი მიწა წყდება, ვიდრე შოვში მოწყდა, მაგრამ კახეთი გადარჩება — სასწაულებრივად გადარჩება!!! უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ამ ყველაფერს აჩერებს. ნეტავ, ჩემი თვალით შეგახედათ და დაგანახათ ეს სასწაული..."- წერს ლელა კაკულია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 ადამიანის ძებნა კი კვლავაც გრძელდება. ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.







0
964
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
964