x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა!" - ლელა კაკულია
image

.

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია პირველ განცხადებას ავრცელებს. ასეთ მომენტებში საზოგადოება ყოველთვის ელის ამ სფეროს წარმომადგენელთა აზრს. ლელა კაკულია მომხდარს რამდენიმე დღის შემდეგ გამოეხმაურა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა...

,

ლელა კაკულია: ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა!
ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება.
.
2023 წელი, 6 აგვისტო
ამ წუთას ვხედავ სერიოზულ შეტევას პოლონეთზე — ბომბს ჩამოაგდებენ. უკრაინა კი ბომბს კრემლს ესვრის და ვხედავ, როგორ იწვის კრემლის ვარსკვლავები.
.
აქ ლუკაშენკოს შეშინებულ სახეს ვხედავ. ის წინ აღუდგება პუტინს და გადაწყვეტს, რომ ბრძოლა გამოუცხადოს. საქართველო დაავიწყდებათ — ევროკავშირის ქვეყნებზე გადაერთვებიან. საქმეში ამერიკაც ჩაერევა. ამ დროს კი საქართველოს რთული პოლიტიკური თამაშებიდან ძვრება.
.
ვხედავ, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, 50 კოსმიური ლეგიონი ფეხზე დგას. ერთი ხელის აქნევა და მთელ რუსეთს წალეკავს მეწყერივით, როგორც შოვი წალეკა. და ეს იქნება პასუხი მათთვის, ვინც შოვის ტრაგედია საქართველოს ანტირუსული განწყობის სასჯელად გამოაცხადა.
.

ვხედავ კიდევ ერთ მეწყერსაშიშ ადგილს საქართველოში — ეს გომბორია! იმაზე მეტი მიწა წყდება, ვიდრე შოვში მოწყდა, მაგრამ კახეთი გადარჩება — სასწაულებრივად გადარჩება!!! უზარმაზარი ენერგია მოდის კოსმოსიდან და ამ ყველაფერს აჩერებს. ნეტავ, ჩემი თვალით შეგახედათ და დაგანახათ ეს სასწაული... - წერს ლელა კაკულია


,

0
574
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0