x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნაცების დროს ნაცების მაჩალკამ და ქოცების დროს ქოცების მაჩალკამ თქვა... "– ვისზე საუბრობს ბექა ყორშია

image


ჟურნალისტი ბექა ყორშია ფილოლოგიის და მეცნიერებათა დოქტორის გია მურღულიას შოვის საზარელ ტრაგედასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის გამო აკრიტიკებს და წერს:


"ნაცების დროს ნაცების მაჩალკამ და ქოცების დროს ქოცების მაჩალკამ, გია მურღულიამ თქვა, გლოვას დუმილი უხდება და ბევრს ნუ ლაპარაკობთო. ასეთ ხალხზე აქვს დაწერილი ტარიელ ჭანტურიას ეს სკაბრეზი:

ჯანსუღთან ჯანსუღელი ხარ


ბერულავასთან ხუტელი


შენ კარგი კაცი არა ხარ."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ბექა ყორშიას სტატუსი გია მურღულიას ამ პოსტს მოჰყვა:


"ვაჟა-ფშაველა წერს “სტუმარ-მასპინძელში”:


“სიკვდილსა გლოვა უხდება,

მკვდარ ძმას – ტირილი დისაო,

ტყესა – ხარ-ირმის ნაფრენი,


ზოგ დროს – ყმუილი მგლისაო…”


ერთი ფიქრი ასეთიც შეიძლება იყოს:


სტუმრები ჩვენ ვართ, ადამიანები, მასპინძელი კი წუთისოფელია, რომელიც მუდმივად გვასწავლის, რას რა უხდება, მაგრამ ამას ხან ვსწავლობთ, ხან – ვერა.


ცხოვრებას უყვარს შესატყვისობის პრინციპი, თორემ უადგილო ადგილას თუნდაც მართებულ ლაპარაკსა თუ ქცევას რა მძაფრი შედეგები მოსდევს, ვისაც არ ახსოვს, შეუძლია ქართული ზღაპარი “მუჭა-ნახევარა” გადაიკითხოს.


“ზოგ დროს – ყმუილი მგლისაო".


მოგვიანებით როგორც ბექა ყორშიამ აღნიშნა მურღულიამ ზემოაღნიშნული პოსტი მალევე წაშალა:


"გია მურღულიას წაუშლია თავისი სამარხცინო პოსტი, რომელშიც სიჩუმისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. აქაც ჩანს, როგორი კონფორმისტია.

ასეთებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვითომ ინტელექტუალურ საბურველში გახვეული მავნებლური იდეების პროპაგანდირება არ ეპატიებათ"- დაწერა ყორშიამ.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.









0
224
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
224