x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"საიტებზე რუსებს ზეიმი აქვთ..."- რა სქრინს ავრცელებს ნათია ფანჯიკიძე

image


ფსიქოლოგი და ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე შოვში დატრიალებულ საზარელ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოკუპანტთა საერთო სიხარულს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


image


"ყველა ქვეყნის სამძიმარი მოვისმინე, რა თქმა უნდა, გარდა მე რომ ქსენოფობიის ფობია დამამარცხებინა, იმ ქვეყნისა.


პ.ს. ფრენდს ზელენსკის სამძიმარი უდევს კედელზე და შესევია საბრიყვეთი და ზელენსკის ლანძღავენ, ჩვენ როგორ შევეცოდებით, მაგას უკრაინელები არ ეცოდებაო. მათი ლოგიკით, უკრაინელები რომ "ეცოდებოდეს", რუსებისთვის უნდა გადაელოცა ქვეყანა.


პ.პ.ს. საიტებზე რუსებს ზეიმი აქვთ, ეგრე მოგიხდებათო, აი, ღმერთი არსებობსო". - ვკითხულობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.









0
873
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
873