x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ლეგენდის სიცოცხლის ბოლო კადრები

image
მუნჯი კინოს ლეგენდას, რომელიც კომიკოსობამდე საკმაოდ წარმატებული მოკრივე იყო მკითხველის წინაშე წარდგენა არ ჭირდება, საუბარია მსოფლიო დონის კომიკოსზე, მსახიობზე რომელმაც მუნჯი კინოს პირობებში არნახული პოპულარობა მოიპოვა. დიახ, საუბარია ჩარლი ჩაპლინზე, რომელიც უამრავ ფილმშია გადაღებული. წარმოიდგინეთ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გადაღებულ ფილმებში რაოდენ წარმატებული მსახიობი იქნებოდა ეს მსახიობი, რომელსაც გარდასახვის წარმოუდგენელი ნიჭი ჰქონდა.

მსოფლიო კინოს ეს სახელგანთქმული მსახიობი ამერიკაში არ გარდაცვლილა, მან სიცოცხლის ბოლო 25 წელი გაატარა შვეიცარიაში, ქალაქ ბებეში, რადგან ჩაპლინს ამერიკაში არ უშვებდნენ 1952 წლიდან უაზრო საბაბით: "კომუნისტებისადმი თანაგრძნობა და პატრიოტიზმის არქონა".

სასაცილოც კია ამგვარი საბაბით რომ არ უშვებდნენ ამ გენიოს ადამიანს ამერიკაში.
ამ სურათზეც ხეიბრის ეტლში ჩარლი ჩაპლინია და მას მეუღლე უნა ო ნილი ასეირნებს, ესაა ლეგენდარული მსახიობის უკანასკნელი სურათები. ჩარლი აქ 88 წლისაა.

image
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი ამ სურათების გადაღებიდან ერთ თვეში ძილის დროს გარდაიცვალა საკუთარი სახლის საძინებელში, საყვარელი მეუღლის გვერდით 1977 წლის 25 დეკემბერს.
ის დაკრძალეს ქალაქ ბებეს "კორსიე-სიურ ბებეს" სასაფლაოზე.
ჩაპლინის მეუღლე უნა კი საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ 1991 წელს გარდაიცვალა.

imageimage

0
130
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130