x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ აქვს შარპეის კანზე ნაკეცები?

image


შარპეი - უძველესი ჩინური ძაღლის ჯიშია, თუმცა მე-20 საუკუნემდე მის წარმომადგენლებს ნაკეცები კანზე (უფრო ზუსტად კი, ჰქონდათ თუმცა თითქმის შეუმჩნეველი რაოდენობის) არ აღენიშნებოდათ. 1970-იან წლებში ჩინეთში არეულობის გამო, შარპეის რაოდენობა 60-მდე შემცირდა, თუმცა ჯიში ერთმა ჰონგკონგელმა ბიზნესმენმა მატგო ლოუმ გადაარჩინა. მან განგაში გამოაცხადა და მსოფლიო საზოგადოებას გადაშენების ზღვარზე მყოფი ჯიშის დაცვისკენ მოუწოდა.


image


ლოუს ინიციტივით 1978 წელს გინესის რეკორდების წიგნში შარპეი მოხვდა როგორც მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ჯიში, რამაც ამერიკელებში აღნიშნული ჯიშისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.


image


თანამედროვე შარპეი

სელექციონერები, რომლებიც მათზე გაზრდილ მოთხოვნას ვერ უმკლავდებოდნენ, თაღლითობა დაიწყეს, ისინი ლეკვების რაოდენობის გაზრდის მიზნით შარპეის ბულდოგებთან, მოპსებთან, ბულტერიერებთან და სხვა ჯიშის ძაღლებთან აჯვარებდნენ რამაც ძაღლების კანზე ღრმა ნაოჭების წარმოქმნა განაპირობა.


image


ტრადიციული შარპეი

საბედნიეროდ, ჩინეთში ზოგიერთმა სელექციონერმა შარპეის სხვა ჯიშებთან შეჯვარებაზე უარი თქვა, რისი წყალობითაც ამ ჯიშის სუფთა წარმომადგენლები დღემდე შემორჩნენ, თუმცა მათი რიცხვი ასზე ნაკლებია.








0
147
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
147