x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ადამიანი რკინის ნიღბით" – შესაძლოა პეტრე I ყოფილიყო...

image


1697 წლის მარტში, რუსეთიდან დას. ევროპაში, საკმაოდ დიდი (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. სხვადასხვა წყაროებით, 55-დან – 250-მდე ადამიანი) დელეგაცია გაემგზავრა. მათ შორის იყო პეტრე პირველიც, რომელმაც უცხოეთში მოგზაურობა ფარულად გადაწყვიტა და რუსეთი, რომანოვის ნაცვლად, მიხაილოვის გვარით დატოვა.

რუსების ე. წ. «დიდი ელჩობის» მიზანი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა იყო. თუმცა, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის მიუხედავად, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ევროპის რიგი ქვეყნები «ესპანური მემკვიდრეობისთვის» ბრძოლისთვის (1701-1714 წწ.) ემზადებოდნენ. ხოლო ქვეყნიდან, 2 თვით წასული მეფის მივლინება – 15 თვემდე გაიწელა და როდესაც ის რუსეთში დაბრუნდა, მას ძველი შემადგენლობიდან, მხოლოდ გრაფი მენშიკოვი ახლდა – დანარჩენები, მის მრავალრიცხოვან ამალაში, ჰოლანდიელები იყვნენ.


image


როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, რუსეთში დაბრუნებული პეტრე ძალიან იყო შეცვლილი. ის ბევრად უფრო მაღალი იყო და ასაკითაც უფრო დიდი ჩანდა. 26 წლის ახალგაზრდა კაცის ასეთმა ცვლილებამ, ბევრი დააფიქრა და მითქმა-მოთქმა გამოიწვია – უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ასაკში, ადამიანი ასე გამაღლებულიყო... როდესაც რუსეთიდან წავიდა, მას მარცხენა ლოყაზე ხალი ჰქონდა, სიმაღლით კი, – საშუალოზე ცოტა მაღალი იყო. მოგზაურობიდან მეფე უკვე დაკაცებული დაბრუნდა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს საზღვარგარეთ 15 თვე კი არა, 15 წელი ყოფილიყო – გარეგნობით 40 წლის მამაკაცს ჰგავდა, სიმაღლით – 2 მ-ზე მაღალი იყო და აღარც ხალი ჰქონდა.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მშობლიური ენა თითქმის დავიწყებული ჰქონდა, რაც ასეთ მოკლე ხანში, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო... და კიდევ, წერის დროს, ის კირილიცას, ლათინურ ანბანს ურევდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვინც პეტრე I გამგზავრებამდე იცნობდა და მის სიახლოვეს ტრიალებდა, მეფის სამშობლოში დაბრუნებიდან, სულ მალე, სხვადასხვა მიზეზით, გარდაიცვალა. ასევე ცნობილია, რომ მეფეს, ფაქტობრივად, არაფერი ახსოვდა თავისი წარსულის შესახებ და რუსეთში ჩამოსვლისთანავე, ისე რომ საკუთარი მეუღლე არც კი უნახავს, მონასტერში გაგზავნა. ტახტის მემკვიდრე კი, მცირეწლოვანი ალექსანდრე, აღსაზრდელად ცოლის დას მიაბარა. როდესაც ის გაიზარდა, ქვეყნის ღალატის ბრალდებით, შეიპყრეს და ციხეში გამოამწყვდიეს. ამის შემდეგ, მას ტახტზე უარი ათქმევინეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაგრამ, როგორც ამბობენ, განაჩენი არ აღსრულებულა, რადგან ალექსანდრე პეტრეს ძე ციხეში, წამების შედეგად გარდაიცვალა.imageimageimageჭორები პეტრეს ორეულით ჩანაცვლების შესახებ, მისი რუსეთში დაბრუნებისთანავე აგორდა... გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს, ტახტის მემკვიდრის მკვლელობის ფაქტიც დაემატა და აღნიშნული ეჭვი კიდევ უფრო განმტკიცდა.

როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, პეტრეს, უცხოეთში გამგზავრებამდე, თავისი შვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ, მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ცნობილია ისიც, რომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ, ალექსანდრემ მამასთან შეხვედრა ითხოვა. პეტრეს უარი არ უთქვამს და როგორც ამბობენ, ალექსანდრე მას პატიებას და შეწყალებას სთხოვდა... თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ, სულ მალე გარდაიცვალა! ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი – ინსულტი იყო.

ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რა დააშავა მან ისეთი, რომ მამამ სასიკვდილოდ გაიმეტა? ისევ ოფიციალურ ვერსიას თუ დავეყრდნობით, ის შეთქმულების ორგანიზატორი იყო და ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, სამხედრო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. სინამდვილეში კი, როგორც პეტრეს ჩანაცვლების თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, მას რუსეთში საკუთარი მამის, – ნამდვილი პეტრე I დაბრუნება უნდოდა... ან შეიძლება, მართლაც გეგმავდა სამხედრო გადატრიალებას, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ტახტზე მამამისი კი არა, «ცრუ პეტრე» იჯდა?!

სწორედ იმ დროს, როდესაც პეტრე I ევროპაში გაემგზავრა, საფრანგეთში იდუმალებით მოცული პატიმარი გამოჩნდა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა. მისი გვარი Marchioly იყო და ეს ადამიანი, მოგვიანებით, ალექსანდრე დიუმას რომანის – «ვიკონტი დე ბრაჟელონი, ანუ ათი წლის შემდეგ», ერთ-ერთი გმირის პროტოტიპი გახდა.

«ადამიანი რკინის ნიღაბში» (სინამდვილეში, ნიღაბი ტყავის იყო) ბასტილიაში 1698 წლის 18 სექტემბერს მიიყვანეს, ანუ პეტრე I ევროპაში გამგზავრებიდან, 5 თვის შემდეგ და მისი რეალური ვინაობა, დღემდე უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ აღნაგობით, ძალიან ჰგავდა იმ პეტრე I, რომელიც რუსეთიდან ევროპაში გაემგზავრა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

* ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა... გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები

* იყო კი ცხენი? – ტროას დაცემის რეალური ისტორია

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
476
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0