x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ეს ბათუმის კრიმპოლის უფროსის ირაკლი დგებუაძის ფეხის კვალია" - გენრი დოლიძე

ბათუმში რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე სახეზე დაზიანებებით ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს დაზიანებები ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მიაყენა.


image




იხილეთ მისი პოსტი სრულად:


"

1. ეს ბათუმის კრიმპოლის უფროსის ირაკლი დგებუაძის ფეხის კვალია 48 საათის შემდეგ, რომელიც ჩამარტყა ლაჩრულად, დაკავებულს, მიწაზე დაგდებულს, ბორკილებდადებულს, ექვსი სპეცრაზმელი რო წიხლით მიჭერდა. ჩარტყმამდე დედა შემაგინა... აგინებდა ყველა დაკავებულს უშვერი სიტყვებით, ენით ართქმული სიბილწით მკვდარზე და ცოცხალზე.




2. დამაკავეს სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როდესაც აფხაზეთის ომის ვეტერანს, სოხუმელს და დღეს უკვე ჩვენს კარგ ბათუმელს, კონჯის გამოვესარჩლე, პოლიციას მოვუწოდებდი, სავსებით ზრდილობიანად, რუსების გამო ნუ აკავებთ ომის ვეტერანს მეთქი და გავიძახოდი მხოლოდ ორ სიტყვას, "ომის ვეტერანია"...



3. დაკავების შემდეგ ადგილო ჰქონდა ძალადობას და არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მომპყრობას. გამოძიება დაწყებულია.



4. მიუხედავად იმისა, რომ ამის გარდა სხვა ადგილებზეც მაქვს ძალადობის კვალი, სადაც, რა თქმა უნდა უფრო გამეტებით მირტყამდნენ, ჩემთვის ღირსების შელახვა ის უფროა, ბათუმში რომ ქართველმა პოლიციელმა რუსის გამო და აფხაზეთის ომის ვეტერანზე გამოსარჩლების გამო ენით ართქმული სიტყვებით შემამკო და რუსული ჩექმა მითავაზა.



5. მადლობა ყველას, ვინც სოლიდარობა გამომიცხადეთ და გვერდში დამიდექი თქვენ მე მაძლიერებთ



6. უპირველესი მადლობა სენაკის იზოლატორის თანამშრომლებს, ასევე ჟურნალისტებს, პარტია დროას გუნდს, რომელმაც უდიდესი თანადგომა გამიწია, სახალხო დამცველის აპარატს, ჩემს ბათუმელ მეგობრებს, კოლეგებს, ქართველ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს, რომლებმაც განცხადება გააკეთეს, საიას, ოთარ ჭანტურიძეს, ირაკლი შარაძეს და, რა თქმა უნდა, მთავარი მადლობა იმ ხალხს, ვინც ბათუმის ზღვაში რუსი პროპაგანდისტების ლივლივს ხელი შეუშალა.

"



პოლიციის მიერ ნაცემი გენრი დოლიძე




2
313
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
313
  
2023, 2 აგვისტო, 18:07
მადლობა თქვას ამ ბოზზის შვილმა რომ მხოლოდ ფეხი მოხვდა, თან რაღაცა ძალიან "ლაითად" მოხვედრია "დაჟე" დალურჯებულიც არ აქვს. მიხუილო სუკიასიანის დროს "დუბინკას" გაურჭობდნენ ტრაკკში.
2023, 2 აგვისტო, 17:53
ფეხი დაელოცოს ფეხი ეს ერთი და სხვა მრავალი.
0 1 2