x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე სცემა


გენრი დოლიძე  - ირაკლი დგებუაძე

მარცხნივ - გენრი დოლიძე, მარჯვნივ - ირაკლი დგებუაძე




პოლიტიკური ორგანიზაცია "დროას" ინფორმაციით გენრი დოლიძე ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ სცემა.


დაკავებულის ადვოკატის ოთო ჭანტურიძის თქმით, გენრი დოლიძე მას შემდეგ სცემა პოლიციის მაღალჩინოსანმა, რაც ამ უკანასკნელმა იცნო დაკავებული.



"ძირს მიწაზე ეწვინათ, ერთ-ერთი ფეხებით ზურგზე შემაწვაო, მეორეს ფეხი ედო თავზე, მოვიდა აღნიშნული პოროვნება იკითხა ვინ არისო გენრი დოლიძეზე, ააწევინეს თავი, დაინახა რომ იყო გენრი და ამის შემდეგ მოხდა მისი ფიზიკური ანგარიშსწორება, ფეხით სცემა სახისა და სხეულის არეში" - განაცხადა მედიასთან კომენტრირებისას ადვოკატმა ოთო ჭანტურიძემ.



გენრი დოლიძე "დროას" რეგიონული ხელმძღვანელია. ის გუშინ ბათუმში რუსული საკრუიზო გემის საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო მიტინგზე დააკავეს.







1
163
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
163
  
2023, 2 აგვისტო, 16:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1