x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური და საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან "აქეთურ–იქითური"

ჩინეთში მასწავლებლები მოსწავლეებს, კლასში 20 წუთით დაძინების საშუალებას აძლევენ – ეს იმისთვის, რომ ბავშვებმა უკეთესად ისწავლონ.image



მეცნიერები ტერმიტებს, როგორც განახლებადი ენერგიის შესაძლო წყაროს სწავლობენ. ამ მწერებს ორ ლიტრამდე წყალბადის გამომუშავება შეუძლიათ, ქაღალდის მხოლოდ ერთი ფურცლის მონელების შემდეგ. ასე, რომ, ტერმიტებს, სამართლიანად შეიძლება ეწოდოს, პლანეტის ყველაზე ეფექტური ბიორეაქტორები.image



1916 წელიდან შეერთებულ შტატებში აკრძალულია შენობების ფოსტით გაგზავნა. კანონი იმ შემთხვევის შემდგე გაჩნდა, რაც ბიზნესმენმა უილიამ კოლტჰარპმა ბანკი ააშენა ქ. ვერნალში (იუტას შტატი). მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, შენობის აგება ტექსტურული (რელიეფური) აგურით გადაწყვიტა, რომელსაც აღნიშნული ქალაქიდან, 170 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ.
როდესაც მან ხარჯი დაითვალა, აღმოჩნდა, რომ თითო აგურის ტრანსპორტირება, 4-ჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ის ღირდა. ამიტომ, 80 ათასი აგური, 20 კგ-იან ამანათებად შეაფუთვინა და ერთი ქალაქიდან მეორეში, ფოსტით გაგზავნა.
იმ დროს, ფოსტის მომსახურებით სარგებლობა ბევრად უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ტრანსპორტირება, ან მგზავრობა და ამასთან, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისგან არაფრით განსხვავდებოდა.image



ეს XIX ს–ის კბილის ამოსაღები ფორცეფსია. ხრახნი მტკივნეულ კბილში ჩადიოდა, რომ მისი დაჭერა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო... და ეს, ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე!image



ძაღლები ოთხჯერ უკეთ ავლენენ პროსტატის კიბოს, ვიდრე ტრადიციული ტესტები. როგორც კვლევამ აჩვენა, გაწვრთნილ ძაღლს, დაავადების ზუსტად ამოცნობა, 90% შემთხვევაში შეუძლია.image



ფაუნის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის ზომასთან შედარებით, ჭიანჭველას აქვს.image



მამრი პაპუასური პინგვინი, მდედრს ცოლობას, ქვით სთხოვს.image



ყველაზე ძლიერ ცხენი მსოფლიოში, მეტსახელად "ვულკანია" იყო. მან, 1924 წელს, უემბლის ბრიტანულ გამოფენაზე, ადგილიდან 47 ტ. ტვირთი დაძრა, რითაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ხოლო, ფოტოზე, სავარაუდოდ, მისი შთამომავალია.image



"ზღვის ოაზისი" — საკრუიზო ლაინერი და ყველაზე დიდი სამგზავრო გემი მსოფლიოში. მისი ზომა რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია ის "ტიტანიკს" შევადაროთ — "ოაზისი", "ტიტანიკზე", 5–ჯერ დიდია.image



Toshiba – 500 მოდელი, — სკაიპის ადრეული ვერსია, იაპონია, 1968 წ.image



შავი ზღვის ყველაზე საშიში თევზი — ზღვის დრაკონია (Trachinus draco). მისი ზურგის ფარფლის ეკლები და ლაყუჩების სახურავები ძლიერ შხამს შეიცავს. image



ელვა ძალიან სასარგებლოა: მას ატმოსფეროდან მილიონობით ტ. აზოტის გამოტყორცნა შეუძლია, რომელიც მიწაზე ილექება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს.image



ოკეანეში, იმაზე 200–ჯერ მეტი ოქროა, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მოიპოვეს.image



ზოგიერთი ესკიმოსი მაცივარს იმისთვის იყენებს, რომ პროდუქტები არ გაიყინოს. image



კოლიბრის სიარული არ შეუძლია... სამაგიეროდ, შეუძლია ზურგის მიმართულებით, ანუ უკუღმა ფრენა.image


image


არხის სხვა სიახლეები:


* "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ..." – რა გველის გლობალური კატასტროფის შემთხვევაში?

* ფარულად მიმდინარე დაავადებები, რომლის დიაგნოსტირება ცხვირით შეიძლება

* უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები ტიტანიკის შესახებ

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
356
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0