x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
იყიდება ავტომობილი -ლუდის ბარი
image

იტალიაში, 1970 წლის VW Beetle-ი გადაკეთებული ხის ქოხი-ლუდის ბარად აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად.

პატრონი ითხოვს უნიკალურ Holzhaus ავტომობილში 20-30 ათასი ევროს.

მანქანა არის ტრადიციული შალე, რომელსაც აქვს დივანი, სასადილო მაგიდა, სამზარეულო გაზქურით. კედლებზე შეგიძლიათ იხილოთ ნახატები და გუგულიანი საათები. მძღოლისა და მგზავრის წინა სავარძლები დამზადებულია ხისგან. საჭე და გადაცემათა კოლოფის ბერკეტიც ხისგანაა დამზადებული.


image

უფრო მეტიც, გადაცემათა ბერკეტის ნაცვლად გამოიყენება მაგიდის ამოტრიალებული ფეხი.


image

კორპუსის პანელები ლითონისაა, ბამპერები კი ისეა შეღებილი, რომ ხის იმიტაციას იძლევა . კორპუსზე წინ და უკან - ალპური პეიზაჟების სურათებია განთავსებული.

image

image

image

image

image

ბორბლებიანი ქოხი 1.6 ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 47 ცხენის ძალაა. მანქანის გარბენი 73, 2 ათასი კილომეტრია.

image

image

შეგახსენებთ, ლეგენდარული Volkswagen Beetle-ი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე არის შემუშავებული ჰიტლერის ბრძანებით ინჟინერ ფერნინანდ პორშეს მიერ, რომელსაც უნდა შეექმნა ნამდვილი სახალხო ავტომობილი, რომლის ყიდვაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეძლებოდა.

1938 წლიდან 2003 წლამდე ანუ სანამ ავტომობილის გამოშვება ოფიციალურად შეწყდებოდა, გაყიდულია 22 000 000 ეგეზემპლარი, რითაც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილების სიაში მე-5 ადგილი უკავია.


Volkswagen Beetle- არის პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომლის გაყიდვამაც 20 მლნ.-ს გადააჭარბა და ავტომობილი, რომელმაც არ განიცადა ძირეული მოდიფიკაცია.

1
103
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
103
  
2023, 16 აგვისტო, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1