x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არაიდეალური ვარსკვლავების მადისაღმძვრელი ფორმები, რომლებზეც ყველა გიჟდება

image


სილამაზის გაზომვა შეუძლებელია, მუხედავად იმისა რომ "ოქროს კვეთის" ფორმულა და გარკვეული სტანდარტებიც არსებობს, ყველა მათგანი მაინც შედარებითია. ზოგჯერ ადამიანები იმ ქალბატონების სხეულებს მიმზიდველად თვლიან, რომლებიც იდეალური 90-60-90-სგან საკმაოდ შორს არიან, ვინაიდან ყველაფერი მაინც თავად გოგონას ქარიზმასა და მომხიბვლელობაზეა დამოკიდებული. მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ვარსკვლავების ფიგურებს, რომელთა ფორმებიც ყველაზე ლამაზად ითვლება.


სელმა ჰაიეკი


image

მექსიკელი მსახიობი არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და სასურველი ქალების სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზმანი მაღალი არ გახლავთ და მისი ფიგურა სილამაზის აღიარებულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს, მამაკაცები მასზე მაინც გიჟდებიან. მისი არც თუ მცირე ასაკის მიუხედავად სელებრითი საკუთარ თავს თამამი სამოსის ჩაცმის უფლებას აძლევს, "Desperado"-ს ვარსკვლავს განსაკუთრებით თავისი მაღალი და მკვრივი მკერდის საზოგადოებისთვის დემონსტრირება უყვარს, რომლის მოცულობაც თითქმის 100 სმ-ს აღწევს.



კიმ კარდაშიანი


image


რეალითი შოუს "Keeping Up With The Kardashians-ის" ვარსკვლავი და კარდაშიანების კლანის ყველაზე პოპულარული და სკანდალური ქალბატონი ქირურგების დანის ქვეშ რეგულარულად წვება, რათა საკუთარი სხეული და სახე იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწონდეს საკუთარი თავი და მისთვის მისაღებ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. სწორედ ამიტომ 160 სმ-ის სიმაღლის ვარსკვლავის მკერდის მოცულობა 97 სმ-ს, თეძოები კი - 110-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ თავისი ფუმფულა ფორმები არა მხოლოდ მას მოსწონს: გოგონას მილიონობით გამომწერი ჰყავს მთელს მსოფლიოში, რომელთაგან უმრავლესობა სწორედ მის სტილს კოპირებს.





სკარლეტ იოჰანსონი


image


ამ მსახიობს არა მხოლოდ ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი ფიგურა, არამედ ყველაზე მიმზიდველი ხმაც აქვს, თუმცა სელებრითი არ თვლის საკუთარ თავს ლამაზად, თუმცა საკუთარ გარეგნობას სპეციფიკურად კი ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა შეუძლებელია არ აღინიშნოს მსახიობის ულამაზესი, ფუმფულა მკერდი, ვიწრო წელი და სავსე ტუჩები.





კელი ბრუკი


image


უმშვენიერესი მოდელი და მსახიობი მიუხედავად იმისა, რომ სიგამხდრით არ გამოირჩევა, მის ფიგურას მსოფლიოში მაინც იდეალურად თვლიან. კელი ბრუკის "ქვიშის საათის" ფორმის სხეულზე მთელი მსოფლიოს მამაკაცები გიჟდებიან. მოდელი ასევე სხვა "ღირსებებითაც" გამოირჩევა, მას აქვს საკმაოდ დიდი მკერდი, ვიწრო წელი და მომრგვალებული თეძოები.





კამერონ დიასი


image

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარებულ კამერონ დიასს თითქმის მოდელის გარეგნობა აქვს, 175 სმ სიმაღლის პარალელურად ლამაზმანს თითქმის 90-60-90 პარამეტრები, ქერა თმა, მომნუსხველი ცისფერი თვალები და წარმოუდგენლად მომხიბვლელი ღიმილი აქვს, რომელიც ყველა მამაკაცის მზერას ატყვევებს.











0
870
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
870