x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის მეცნიერების წარმოდგენით აი ასეთი იქნება ადამიანი 2000 წლის შემდეგ
image

✔️ თვალები. იმისათვის, რომ გაუძლოს დაბინძურებულ გარემოსთან კონტაქტს, ადამიანის თვალები ზომით ბევრად პატარა გახდება.

✔️ ცხვირი. დაბინძურებული ჰაერის გაწმენდისათვის ადამიანის ცხვირის ზომა ძალიან გაიზრდება, ნესტოები კი გახდება ფილტრაციის ლაბირინთი, სადაც გაივლის შესუნთქული ჰაერი და უკვე გაწმენდილი მივა დანიშნულების ადგილებამდე. ცხვირის ნესტოებში თმა იქნება ბევრად გრძელი და ხშირი, ნესტოებში ბაქტერიების მოხვედრისაგან დასაცავად.

✔️ ფილტვები. ფილტვების ზომა მოიმატებს და შეიცვლება მისი სისხლით მომარაგების სისტემა, დაბინძურებული ჰაერის გასაწმენდად და სისხლისათვის საჭირო სუფთა ჟანგბადის შესანარჩუნებლად.


✔️ ღვიძლი. ვინაიდან ღვიძლის ფუნქციაა სისხლის გაწმენდა, მისი ზომები ძალიან დიდი გახდება, რათა სისხლი სრულფასოვნად გაწმინდოს მავნე ნივთიერებებისაგან.

✔️ კანი. კანი გახდება ბევრად უხეში, ნაწილობრივი გარქოვანებით, რათა დაიცვას ადამიანის ორგანიზმი ქიმიური დამწვრობისაგან, რადგან ატმოსფეროში ქიმიური დაბინძურება მაღალი იქნება.

✔️ ბრმა ნაწლავი. ბრმა ნაწლავი ისევ გახდება ქმედუნარიანი ორგანო, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას დაეხმარება საკვების გადამუშავებაში, რადგან იმ დროისათვის ადამიანის საკვები იქნება მცენარეულობა, რადგან ხორცი უვარგისი გახდება, როგორც საკვები გარემოს ძლიერი დაბინძურების გამო.

✔️ ძვლოვანი სტრუქტურა. ადამიანის სიმაღლე მკვეთრად ნაკლები გახდება. ამის მიზეზი კი ვიტამინების ნაკლებობა იქნება, განსაკუთღებით კი ვიტამინ დ-ს დეფიციტის გამო, რომელიც გამოწვეული იქნება მზის შუქის ნაკლებობის და მწირი საკვებით.

✔️ თმა. გლობალური დათბობის გამო თმა გაქრება და ადამიანი გახდება მთლიანად მელოტი.

✔️ ყურები. გაძლიერებული ხმაური გარემოში გამოიწვევს ყურებზე ნაკეცების გაჩენას ყურებზე, რისი წყალობითაც ადამიანის ყურები დაემსგავსება ძაღლის ყურებს.

✔️ თირკმლები. თირკმლები შეიძენენ ახალ ფუნქციას-შარდიდან წყლის გამოტანას და მის შენახვას ორგანიზმში. სითხის ნაცვლად ადამიანის შარდსასქესო ორგანო დაიწყებს თხელი ფაფის მსგავსი მასის გამოყოფას, რომლის შემადგენლობა იქნება შარდის მჟავა და ტოქსიკური ნივთიერებები.

✔️ აღნიშნული უნივერსიტეტის მეცნიერების ვარაუდით, სანამ ადამიანები გადავლენ ახალ ფიზიოლოგიურ ფაზაში, მათი უდიდესი ნაწილი დაიხოცება გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამო.

image


P.S

მართალია ამერიკელმა მეცნიერებმა პრაქტიკულად მომავალი კოშმარული რეალობა წარმოგვიდგინეს, მაგრამ არავინ იცის სინამდვილეში რა როგორ იქნება 2000 წლის შემდეგ, ასე რომ სტატიას ნუ წარმოიდგენთ, როგორც კაცობრიობის უპირობო განადგურების "მაცნედ".
ეს ყველაფერი ვარაუდებია და ნუ მიიღებთ მას მტკიცებულებად, დაიცავით გარემო, ნუ დაანაგვიანებთ მას და ყველაფერი კარგად იქნება.

0
496
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
496