x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უცნაური ხელსაწყო, რომელმაც არაერთი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

ფრინველი გალიაში ყველას უნახავს და აქ გასაკვირი არაფერია. მაგრამ, ასეთი გალია თუ გინახავთ?!

ეს ერთგვარი მოწყობილობაა, რომელიც ამჟამად ლონდონის სამეცნიერო მუზეუმის ექსპონატია. ის ერთი შეხედვით, გაზის კამერას მოგაგონებთ, რომელიც შესაძლოა, პატარა ზომის ცხოველებზე და ფრინველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას გამოიყენებოდეს. მაგრამ, ეს ასე არ არის – უჩვეულო ლითონის გალია, რომელზეც ცილიადრია დამაგრებული, სინამდვილეში, «იადონების რეანიმატორი» იყო.


image


დიდი ბრიტანეთში მაღაროელები, სულ რაღაც 30 წლის წინ, სწორედ ასეთი მინის გალიებით და მასში მოთავსებული იადონით ჩადიოდნენ მაღაროებში. მიწისქვეშა მაღაროში შესაძლებელია მომაკვდინებელი აირები იყოს, რომელსაც ადამიანის მოწამვლა, ხანძრის ან აფეთქების გამოწვევა შეუძლია და იადონი მაღაროში ჰაერის ხარისხის ექსპერტის ფუნქციას ასრულებდა.

მაღაროში ჩასვლის შემდეგ, გალიის კარს აღებენ. მაგრამ, იმის გამო, რომ მას მინის კარის გარდა, გისოსებიანი კარებიც ჰქონდა, ფრინველი იქიდან ვერ გამოდიოდა. მაღაროში მხუთავი აირის (მაგ., ნახშირჟანგი – უსუნო და უფერო აირი, ძლიერი საწამლავი) არსებობის შემთხვევაში, იადონი რხევას იწყებდა და შემდეგ ეცემოდა. ასეთ დროს, ფრინველის მეთვალყურე მინის კარებს კეტავდა და ჟანგბადის ბალონის ონკანს ხსნიდა, რომ იადონი გრძნობაზე მოსულიყო. ხოლო, მაღაროელები სიცოცხლისთვის სახიფათო ზონას ტოვებდნენ.


image


იადონების მაღაროში გამოყენების იდეა ფიზიოლოგ ჯონ სკოტ ჰოლდეინს (1860 – 1936 წწ.) გაუჩნდა. მეცნიერი ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა – ის ჰერმეტულ კამერაში შედიოდა, პოტენციურად სახიფათო აირებით სუნთქავდა, ხოლო შემდეგ, ამ აირების ორგანიზმზე გავლენაზე და შედეგებზე წერდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ფრონტზე გაემგზავრა, რომ გერმანელების მიერ გამოყენებული მომწამლავი აირების იდენტიფიცირება მოეხდინა, რასაც მოგვიანებით, აირწინაღის გამოგონება მოჰყვა.

ჰოლდეინი ასევე სწავლობდა მაღაროებში მომხდარი კატასტროფების და სიკვდილიანობის მიზეზებს და აღმოაჩინა, რომ ჰაერის შემცველობაში სასიკვდილო კომპონენტი, მხუთავი აირები იყო. სწორედ მაშინ გაუჩნდა მას მაღაროში ფრინველის ჩაყვანის იდეა. მისი მტკიცებით, იადონები აირებისადმი ზემგრძნობიარენი იყვნენ, გარდა ამისა, პატარა მასის გამო, მათზე მხუთავი აირების ზეგავლენა უფრო სწრაფად იქნებოდა შესამჩნევი.

ბრიტანეთში იადონიანი გალის გამოყენება 1986 წელს აიკრძალა, – ის ელექტრომოწყობილობით ჩაანაცვლეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, მაღაროებში, 200-ზე მეტი ფრინველი იყო «დასაქმებული».


image

არხის სხვა სიახლეები:


* ზოდიაქოს ნიშნები უპირატესობას ერთ კონკრეტულ სასმელს ანიჭებენ – ნახეთ, ყველაზე მეტად რა გესიამოვნებათ?

* ექსპედიცია დედამიწის ცენტრისკენ (+ მიწისქვეშა სამყაროში გადაღებული ფოტოები)

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (VI ნაწილი)

* რემონტამდე და რემონტის მერე – 55 პრაქტიკული იდეა



1
414
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
414
  
2023, 16 აგვისტო, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1