x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ინტერნეტმომხმარებლებმა გაოცება ვერ დამალეს, როცა ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის ვინაობა გაიგეს

image


შეგიძლიათ გამოიცნოთ ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი? "ემის" ჯილდოს მფლობელი და "ტონის" ჯილდოს სამგზის ნომინანტი ტიმ კარი ვერც კი წარმოიდგენდა რომ ცხოვრების უკანასკნელ წლებს ამ მდგომარეობაში გაატარებდა.


image


ცნობილი ფილმების - "ის", "ჩარლის ანგელოზების", "მარტო სახლის" 77 წლის ვარსკვლავმა 2013 წლის გაზაფხულზე ინსულტი გადაიტანა. ტიმ კარიმ ცხოვრება თავიდან ისწავლა. ჰოლივუდის ვარსკვლავი დაქორწინებული არასოდეს ყოფილა, ტიმს არც შვილები ჰყავს.


image


მსახიობი მხატვრული და ანიმაციური ფილმების გახმოვანებით არის დაკავებული, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავისთვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.


image


ჰოლივუდის ვარსკვლავი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. კარიზე მედდა ზრუნავს, რომელიც არტისტს წამითაც კი არ შორდება.



image


"ჯანმრთელობა თქვენ", "მისი ხმით საუბრობენ ჩემი საყვარელი ანიმაციური ფილმების გმირები", "გულწრფელად ვწუხვარ", "რა სევდიანი დასასრულია", "რა სამწუხაროა", "გაუძელით, ჯანმრთელობა თქვენ"- წერენ კომენტარებში ტიმ კარის ახალი ფოტოს ქვეშ მისი მდგომარეობით დამწუხრებული ფანები.


image


პოპულარული ინგლისელი მსახიობის ყველაზე ცნობილ კინოროლებს შორის გახლავთ წყვდიადი ("ლეგენდა"), პენიუაიზი ("ის"), ჯონ სილვერი ("მაპეტების განძის კუნძული") და სხვა.








0
691
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
691