x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ხვდებით, რისთვის სჭირდებოდათ ქალბატონებს ეს უცნაური ნივთი?
image


ფეშენ - ინდუსტრიის ისტორიაში არსებობდა ისეთი მოდური აქსესუარები, რომლებიც თანამედროვე ადამიანებს დღეს საკმაოდ უცნაურად ეჩვენებათ. ძველი ეგვიპტური არომატული გირჩები, დაპუდრული პარიკები და სხვადასხვა დროის ბევრი სხვა მოდური ნივთი თანამედროვეებში სრულ დაბნეულობასა და ღიმილს იწვევს.



არომატული გირჩები


image


ძველ ეგვიპტეში ქალები თავზე ეგრეთ წოდებულ "სურნელოვან გირჩებს" ატარებდნენ. გარდერობის ასეთი მოდური ელემენტის ქონის შესაძლებლობა მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს ჰქონდათ. გირჩებს ერთგვარ დეზოდორანტად იყენებდნენ, რომლებიც მეცნიერთა აზრით, ცვილისა და ცხიმისგან მზადდებოდა, იმ დროის ერთ-ერთი მოდური ელემენტი ოფიციალურ ღონისძიებებზე ასევე დეკორის ფუნქციასაც ითავსებდა.



დაპუდრული პარიკები


image


ევროპის ქვეყნებში "ახალი ისტორიის" (პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მოიცავს შუა საუკუნეების შემდგომ და უახლეს ისტორიამდე არსებულ დროის მონაკვეთს) დროს უმაღლესი კლასის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფუმფულა და დაპუდრული პარიკები, რომლებიც თავისი ეპოქის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცნენ. ამ ტრენდის ერთ-ერთი ფუძემდებელი საფრანგეთის მეფე ლუი XIV გახდა, რომელიც ადრეული სიმელოტის გამო პარიკს 17 წლიდან ატარებდა.





სქელი ქუსლები

image


პირველი მაღალი ქუსლები ქალებისთვის ვენეციაში გამოიგონეს. სწორედ იქ, ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ქალებმა მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმლის ტარება დაიწყეს. ეს ტრენდი ერთი საუკუნე გაგრძელდა და მოდაში მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაბრუნდა.




ოჩოფეხები

image


მე-19 საუკუნეში საფრანგეთში ოჩოფეხები ძალიან პოპულარული გახდა. საზოგადოების ზოგიერთ წევრს ეს ნივთი საკმაოდ "სახალისოდ" ეჩვენებოდა, შედეგად აღნიშნული მოწყობილობა სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებზე ფართოდ გამოიყენებოდა. ყველაფერი კი ფერმერებითა და მწყემსებით დაიწყო, რომლებიც ოჩოფეხებს ჭაობიან რელიეფში გზის გასაკვალად იყენებდნენ.




ფაშფაშა კაბები


image


ბრიტანეთში ელისაბედის ხანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაბები ფაშფაშა ქვედატანითა და მრავალი დეტალით, შედეგად გაჩნდა ყველასთვის ცნობილი უზარმაზარი, მძიმე კაბები ფუმფულა სახელოებითა და საყელოებით. მოდურმა ტრენდმა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში იარსება.




"კოჭლი ქვედაკაბა"


image


საუკუნის მიჯნაზე გამოჩნდა ქალის ქვედატანი დავიწროებული ბოლოთი. ქვედაბოლო ცხენის "გარდერობის" ატრიბუტი იყო, რომლის საშუალებითაც ცხოველს ფეხებს უკრავდნენ, რათა სწრაფად არ ერბინა. ასეთი ქვედაბოლოს შექმნას ფრანგ მოდის დიზაინერს პოლ პუარეს მიაწერენ, პირველი ქვედაკაბა კი 1910 წელს შეიქმნა.




ბიუსტჰალტერი - კორსეტი


image


მე-20 საუკუნის დასაწყისი კიდევ ერთი საინტერესო მოდის ტენდენციით გამოირჩეოდა. დაახლოებით 1920-იან წლებში ბიუსტჰალტერი - კორსეტი გამოჩნდა. როგორც თავადაც მიხვდით, თანამედროვე საცვლებისგან ის იმით განსხვავდებოდა რომ ქალბატონების ეს ნივთი არა მკერდის დასაჭერად და მისთვის ფორმის მისაცემად, არამედ უფრო პირიქით, გასასწორებლად იყო შექმნილი.









0
354
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
354