x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საშინელი ადგილი მსოფლიოში

პარიზი! ეიფელის კოშკი, ლუვრი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომანტიკული ქუჩები, კაფეები... და კიდევ, მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც პარიზის ქვეშ, დაახლოებით, 30 მ. სიღრმეზე მდებარეობს და «მიცვალებულთა იმპერიის» (Empire of the Dead) სახელით არის ცნობილი. პარიზის კატაკომბები ყველაზე დიდი და საშინელი ადგილია მსოფლიოში. მის ლაბირინთებში, საუკუნეების მანძილზე, არაერთი ადამიანი დაკარგულა.


image


კატაკომბის შესასვლელთან, ჭიშკრის თავზე, წარწერა არის გაკეთებული – «Arrête! C'est ici l'empire de la Mort» («სდექ! აქ სიკვდილის იმპერია განისვენებს»), რაც ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის, იქ შესვლა რეკომენდებული არ არის.

ამ ადგილზე, კატაკომბების თხრა, ჯერ კიდევ, რომის იმპერიის დროს დაიწყო. ეს გვირაბები ქვის მოპოვებისას გამოიყენებოდა... და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდა, ვიდრე XV საუკუნეში, ქალაქის ქუჩები, რომლის ქვეშაც ქვას იღებდნენ, არ დაინგრა და ჩაიშალა. იმ პერიოდში, არავინ იცოდა, თუ რამდენად გრძელი იყო გვირაბები და კონკრეტულად, სად გადიოდა. ამიტომ, შუა საუკუნეებში დაიწყეს გვირაბების და საყრდენი ლილვების რუკების შედგენა. დღემდე, ჯერ კიდევ არ არის ყველა გვირაბი აღმოჩენილი. ხოლო, უკვე შესწავლილის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 322 კმ-ია.


imageimage


XVIII საუკუნეში, შავი ჭირის და სხვა ეპიდემიების გამო, პარიზი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა. სამაგიეროდ, სასაფლაოები გადაივსო და მიცვალებულებს ვეღარ იტევდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მეფემ კატაკომბების გამოყენება გადაწყვიტა და ბრძანება გასცა, რომ პარიზის სასაფლაოებიდან, ყველა ნეშტი კატაკომბებში გადაეტანათ. მას შემდეგ, რაც გადატანის სამუშაოები დასრულდა, კატაკომბების ზოგიერთი ნაწილი საზოგადოებისთვის გაიხსნა და ადამიანების ძვლებით გაფორმებული გვირაბები, დიდგვაროვნების ყველაზე საყვარელ გასართობ ადგილად იქცა.


image

image


რადგან კატაკომბების უმრავლესობა, 30 მ. სიღრმეზე მდებარეობს, ტემპერატურა იქ, მუდმივად, 12°C ტოლია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში, პარიზის «მიცვალებულთა იმპერია», საიდუმლო თემის წევრების თავშესაფრად იქცა. ერთ-ერთი სწავლების დროს, პარიზის პოლიციამ, შაიოს სასახლესთან ახლოს, კატაკომბებში, საიდუმლო საზოგადოების შტაბ-ბინა აღმოაჩინა, რომელშიც ელექტრო და სატელეფონო კომუნიკაციები იყო შეყვანილი. 18 მ-იან გვირაბში რესტორანი, ბარი და კინოთეატრიც კი იყო. ხოლო ჭერზე, სვასტიკა, კელტური ჯვარი და დავითის ვარსკვლავი იყო გამოსახული.

სამივე ობიექტი ავეჯით სრულად იყო აღჭურვილი, ხოლო გვირაბის შესასვლელის თავზე დამაგრებული ვიდეოკამერა, გვირაბში ყველა შემსვლელს და გამსვლელს აფიქსირებდა. როდესაც, რამდენიმე დღის შემდეგ, პოლიციელები დაბრუნდნენ, რომ იქ შემავალი ელექტრო ენერგიის წყარო შეესწავლათ, აღმოჩნდა რომ, ელექტრო და ტელეფონის სადენები დემონტირებული იყო, ხოლო იატაკზე ფურცელი ეგდო, რომელზეც ეწერა: «ჩვენს პოვნას ნუ შეეცდებით!»...

დღეს, კატაკომბები პარიზის ერთ–ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება და მისი გარკვეული მონაკვეთი ტურისტებისთვის ღიაა. შესასვლელი ბილეთი მხოლოდ 10 ევრო ღირს, მაგრამ დაკარგვის საფრთხე დიდია... ხოლო ეს, კატაკომბების რუკაა:



image


image

არხის სხვა სიახლეები:


* წინაპართა ისტორია – საიდუმლო ტექნოლოგიები და 3 მლრდ წლის არტეფაქტი

* ლა-პალმაზე ვეშაპის კუჭში ძვირფასი განძი აღმოაჩინეს

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (VI ნაწილი)

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0