x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინაა ამერიკელი ექსპერტი, რომელმაც ორნაწილიანი ფილმში "აგენტი ზელენსკი" გადაიღო?
image

კონსერვატიულმა პორტალმა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დააანონსა ქართულ ენაზე თარგმნილი ამერიკელი ექსპერტის, სკოტ რიტერის დოკუმენტრი ფილმი უკრაინისს პრეზიდენტზე სახელწოდებით "აგენტი ზელენსკი"


"როგორც ყოფილ დაზვერვის ოფიცერს, მაინტერესებდა, რატომ არავინ ჩაატარა გამოიძიება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ? მისი ხელისუფლებაში მოსვლა, ჩემი აზრით, წარმოადგენს მის მიმართ ჩამოყალიბებული მსოფლიო აზრის წარმოუდგენელ მანიპულაციას, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სოციალური ფსიქოლოგიური ინჟინერიის კლასიკური შემთხვევა: ჩვეულებრივი კომიკოსი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში იმის გამო, რომ დიდი ხნის ნანატრ მშვიდობა დაჰპირდა თავის ხალხს და შემდეგ თავისი თანამოქალაქეები ჩაითრია სისხლიან ომში, რომელიც მხოლოდ ხოცვა-ჟლეტად შეიძლება შეფასდეს.


ზელენსკის უშუალოდ მცოდნე კოლეგებისა და ექსპერტების დახმარებით, მე შევკრიბე დოკუმენტები და ვიდეოები, რათა გადამეღო ფილმი, რომელშიც აღწერილა ეს გამოძიება. ამ ამბავში იმდენი გადატრიალებაა, რომ მომიწია მისი ორ ნაწილად გაყოფა. აქ წარმოდგენილ პირველ ეპიზოდში მე ვუპასუხებ კითხვას ზელენსკის ხელისუფლებაში დაუჯერებელი მოსვლის შესახებ და როგორ დააგროვა უკრაინის პრეზიდენტმა თავისი უზარმაზარი სიმდიდრე, რომელმაც უფრო მოიმატა რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ..... და ბოლოს, ყველაზე მთავარი, რატომ გადავწყვიტე ამ ფილმს დავარქვა "აგენტი ზელენსკი". დააწკაპუნეთ აქ ბმულზე მე-2 ნაწილის სანახავად."-ასეთ ანოტაცია გაუკეთა ფილმებს სკოტ რიტერს.




მაინც ვინ არის სკოტ რიტერი?


უილიამ სკოტ რიტერი, უმცროსი (დაიბადა 1961 წლის 15 ივლისი) არის ამერიკელი ავტორი, ექსპერტი, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, გაეროს შეიარაღების სპეციალური კომისიის ყოფილი ინსპექტორი და ასევე მსჯავრდებული სექსუალური დანაშაულის გამო.

image

რიტერი მსახურობდა უმცროს სამხედრო ანალიტიკოსად ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალის" დროს. შემდეგ ის მსახურობდა UNSCOM-ის წევრად 1991 წლიდან 1998 წლამდე, მეთვალყურეობდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებას, საიდანაც პროტესტის ნიშნად გადადგა. მოგვიანებით ის გახდა ერაყის ომისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსი ახლო აღმოსავლეთში. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს მან დაწერა სტატიების სერია რუსული სახელმწიფო მედია RT-სთვის.


ანუ სკოტ რიტერი იმ უცხოელ ექსპერტთა შორისაა, რომელსაც კრემლის პროპაგანდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების დღიდან აქტიურად ეყრდნობა.

რიტერი 2001 და 2009 წლებში პოლიციის სამიზნე გახდა სექსუალური დანაშაულისთვის და 2011 წელს გაასამართლეს არასრულწლოვანთა სექსუალური კავშირის გამო.

2
269
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
2023, 28 ივლისი, 23:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 28 ივლისი, 23:18
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 2