x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
სუდანელ მოდელს კანის გაღიავება შესთავაზეს, მისმა პასუხმა კი ქალები მთელს მსოფლიოში აღაფრთოვანა

ნიაკიმ გატვეჩი (Nyakim Gatwech) არის მოდელი სუდანიდან, წარმოუდგენლად მუქი კანის ტონით. 14 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად გადავიდა შეერთებულ შტატებში აფრიკელი ლტოლვილთა ბანაკიდან. ჩანდა, რომ ყველა არეულობა დასრულდა, მაგრამ სწორედ იმიგრაციის შემდეგ უნდა გამოეცადა ახალგაზრდა გოგონას თავმოყვარეობა საკუთარ თავზე. თანაკლასელების დაცინვის გამო, ნიაკიმი მზად იყო დაევიწყებინა სანუკვარი ოცნება - გამხდარიყო მოდელი. მაგრამ მან შეძლო საკუთარი თავის შეყვარება და მიღება, და ამავე დროს სამოდელო ბიზნესში შეჭრა. მისი ისტორიის წაკითხვა ღირს ყველასთვის, ვინც საკუთარ თავში ჯერ კიდევ ეჭვობს.image

გარეგნობა დაეხმარა ნიაკიმს გამორჩეულიყო დანარჩენი მოდელებისგან. 24 წლის ასაკში მას ჰყავს 350 000-ზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე და მუშაობდა ტოპ ბრენდებთან, როგორიცაა Calvin Klein, Fashion Nova, Aldo და Cosmopolitan. თუმცა, გოგონას წარმატებისკენ მიმავალი გზა ადვილი არ იყო.image
ნიაკიმმა ბავშვობა აფრიკის ლტოლვილთა ბანაკებში გაატარა. მისი დედა იძულებული გახდა გაქცეულიყო სუდანიდან სამოქალაქო ომის დროს. ნიაკიმის უფროსი და გარდაიცვალა, მის ძმას კი ნაწიბური დარჩა. როდესაც ოჯახი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, მომავალი მოდელის ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და კომფორტული გახდა, მაგრამ არა ფსიქოლოგიურად.image

ამერიკულ სკოლაში ბავშვები გამუდმებით დასცინოდნენ მოზარდს, რომელიც გამოირჩეოდა მათ ფონზე. ნიაკიმს ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაებანა, რადგან მისი კანი ძალიან ჭუჭყიანი იყო, ან რომ მას ღიმილი სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაენახა.
გოგონა სერიოზულადაც კი ფიქრობდა კანის გაღიავებაზე, როგორც ამას აკეთებს მრავალი ემიგრანტი სუდანიდან. მაგალითად, მათ შორის ნიაკიმის დაც. როცა ეს აზრი თავის დას გაუზიარა, თქვა, რომ ამის უფლებას არ მისცემდა: ნანობდა გადაწყვეტილებას და თვლიდა, რომ არამარტო კანის ფერი, არამედ გონებაც ჩამოერთვა.image


ერთ მომენტში ნიაკიმ გაიფიქრა: „ეს ბავშვები ფიქრობენ, რომ მე მახინჯი ვარ. ვერ ვიქნები მოდელი" მაგრამ მან მოიშორა ეს აზრი და შეძლო მისი უნიკალური სილამაზის შეყვარება.

უკვე პოპულარული მოდელი, ნიაკიმი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა: Uber-ის მძღოლმა ჰკითხა, გაიღიავებდა თუ არა კანს 10 000 დოლარად. გოგონამ პასუხად მხოლოდ გაიცინა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ეკითხა, რატომ ფიქრობს, რომ მას ეს სჭირდებოდა. მძღოლმა თქვა, რომ უფრო ღია კანით მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა შეყვარებულის პოვნა და სამსახურის შოვნა. ნიაკიმმა დაასრულა საუბარი: „ღია ფერის კანმა ცხოვრება რომც გამიადვილოს, მირჩევნია დავრჩე რთულ გზაზე“.image

ნიაკიმს ზედმეტსახელიც კი შეარქვეს „სიბნელის დედოფალი“ და მან ეს სიამოვნებით მიიღო.
„მკითხეს, როგორ ვგრძნობ თავს, როცა „სიბნელის დედოფალს“ მეძახიან. მე ვუპასუხე, რომ მომწონს. მუქი ფერები არ უნდა იყოს დაკავშირებული მწუხარებასა და სიკვდილთან. მე ვარ "სიბნელის დედოფალი", რომელსაც მოაქვს სინათლე და სიყვარული გარშემომყოფებისთვის."image


ენერგიულმა პიროვნებამ და ლამაზმა მოდელმა, ნიაკიმ შთააგონა მრავალი ქალი მთელს მსოფლიოში, ისწავლონ საკუთარი თავის და მათი უნიკალურობის მიღება. მაგრამ რაც მთავარია, ამ მამაცმა გოგონამ თავის თაყვანისმცემლებს საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემის გრძნობა ჩაუნერგა, რაზეც ყოველგვარი დაცინვა და ბულინგი უძლურია.

1
888
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
888
  
2023, 26 ივლისი, 22:56
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1