x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
შ@შველი მკ@რდი "შ@შველი კაბის" ნაცვლად: ვარსკვლავების 10 ყველაზე გამომწვევი გამოსვლა

image


ამქვეყნად მარადიული არაფერია – როგორც ჩანს, ძალიან მალე ყველასგან საკმაოდ მობეზრებულ "შიშველ კაბებს" ახალი არანაკლებ პროვოკაციული ტრენდი ჩაანაცვლებს. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა კაბები "side boob"-ი, რომლებიც მათ "ღირსებებს" გვერდიდან აშიშვლებს საკუთარ თავზე უკვე დიდი ხნის წინ დატესტეს და როგორც ჩანს, კმაყოფილებიც დარჩნენ! ახალ ვარსკვლავურ ტრენდს გვერდი მეც ვერ ავუარე და გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ცნობილი ქალბატონების 10 ყველაზე პროვოკაციული კაბა, რომელიც სელებრითების "ღირსებებს" ამჯერად გვერდიდან აშიშვლებს.


image


ჯენიფერ ლოურენსი საღამოს კაბების "წყალობით" არაერთხელ აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში - მსახიობმა ორ კაბაში დავარდნა მოახერხა (ერთხელ წითელ ხალიჩაზე, მეორედ კი მაშინ როდესაც ნანატრი "ოსკარის" მისაღებად სცენაზე ადიოდა), გვერდებზე ამოჭრილმა სელებრითის კაბამ გარშემომყოფებს მისი მკერდი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარუდგინა.



image


ანალოგიური სიტუაცია მოხდა როგორც ჩანს ენ ჰეთევეისთანაც - "ოსკაროსანმა" მსახიობმა ასევე ვერ განჭვრიტა თავისი საღამოს კაბის პიკანტურობის ხარისხი.


image


ხოლო ეპატაჟური ლინდსი ლოჰანი უბრალოდ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაზე გიჟდება, რასაც ის თავისი პროვოკაციული ჩაცმულობის წალობით აღწევს.


image


გერმანელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი მიკაელა შეფერი სამოსის არჩევისას არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული მოკრძალებით - მისი კაბები არა მხოლოდ ვარსკვლავის მკერდის დემონსტრირებას ახდენს, არამედ მას პრაქტიკულად არც არასდროს მალავს!


image


რაც შეეხება კარდაშიან-ჯენერების კლანს ის "side boob"-ის ტენდენციის მხრივ პლანეტაზე ყველას უსწრებს - თამამი სამოსი სკანდალურ დებს შორის ყველაზე თავშეკავებულმა და ამავე დროს, კლანის ერთ - ერთმა გამორჩეულად ლამაზმა და მშვენიერმა კენდალ ჯენერმაც მოირგო.


image


მოდელი კრის ტეიგენი არა მხოლოდ ღრმაჭრილიან, გამომწვევ კაბებზე, არამედ დეკოლტირებულ სამოსზეც გიჟდება - მშვენიერი კრისის სხეული "ნაწილ - ნაწილ" შიშველი უკვე არაერთხელ გვინახავს.


image


თუ ჩვენი წინა გმირები ასეთ პროვოკაციულ ლუქებში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ, მოდელი ბელა ჰადიდი, როგორც ჩანს, კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე თავს აშკარად უხერხულად გრძნობდა. გოგონა მთელი საღამოს განმავლობაში ფოტოგრაფების წინაშე თავისი მეტისმეტად თამამი კაბის "წყალობით" საკმაოდ დაძაბული პოზირებდა.


image


მომღერალი სიარა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად ითვლება და ამის ხაზგაზსმას ის ყოველთვის თავისი "ცხელი" ლუქებით ცდილობს. გოგონა არაერთხელ იქნა შემჩნეული საკმაოდ თამამი ჩაცმულობით.


image


ჩვენმა ათეულმა გვერდი ვერც კაილი ჯენერს აუარა, თუმცა ტელევარსკვლავის გარდერობში ბევრად უფრო თამამი სამოსის ნახვაც შესაძლებელია, მათ შორის "შიშველი კაბების".


image


"side boob"-ის ტენდენცია იმდენად გავრცელებულია რომ თავშეკავებული და ელეგანტური სტილის მოყვარული ვარსკვლავებიც კი აღნიშნულ ტრენდზე უარს ვერ ამბობენ, სწორედ ერთ - ერთი ასეთი გახლავთ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი როზამუნდ პაიკი.








0
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
242