x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შარლატანი,რომელიც ლონდონელებს ლიტრიან ბოთლში ჩაძრომას დაპირდა- XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული აფერა
image

როდესაც ადამიანის პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, სული ითხოვს გართობას და სანახაობას. თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მათ შორის ჯადოსნურს და მისტიკურს, ხშირად დაუჯერებალსაც, რას იზამ, ასე არის თურმე ადამიანის ბუნება მოწყობილი.


ყველას, ვინც 1749 წლის იანვრის იმ საღამოს ლონდონის ჰეიმარკეტის თეატრში მივიდა, გულში იმის რწმენა ჰქონდათ, რომ ნამდვილს სასწაულს იხილავდნენ. მართლაც, სტანდარტული ფოკუსების გარდა, სპექტაკლის ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ მართლაც წარმოუდგენელ ნომერს აჩვენებდნენ: ფაკირი ლიტრიან ბოთლში უნდა ჩამძვრალიყო. და ჭურჭელში, რომელშიც მაგი იყო ჩამჯდარიყო, პირობა დადეს, რომ დარბაზის რიგებში ჩამოატარებდნენ, რათა მაყურებელი დარწმუნდებულიყო, რომ შიგნით ადამიანი იჯდა.


ზოგადად, ხალხი სერიოზულად განიხილავდა იმ აფიშის ანონსს, რომელიც ამშვენებდა თეატრის კედელს. ბოთლში ჩაძრომის გარდა იყო სხვა ნომრებიც:მაგალითად ხელჯოხზე ნებისმიერი მელოდიის დაკვრა ან თუნდაც საიქიოში წასულ ნათესავებთან კონტაქტი. მაგრამ მთავარი ნომერი იყო რა თქმა უნდა ბოთლის მაგია.



შოუს ბილეთები ცხელი ღვეზელებივით უცებ დაიტაცეს. ხალხი შესასვლელშიდაც კი იდგა. ყველა ელოდა. ელოდნენ სასწაულს. მაგრამ სცენა ცარიელი იყო და არც არავინ ჩანდა. ხალხმა დაიწყო ჩურჩული, შემდეგ აფუსფუსდნენ, ატეხეს ყვირილი და სტვენა. საბოლოოდ, დიდი ხნის ლოდინისა და არეულობის დაწყების შემდეგ, სცენაზე კაცი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ თუ ჯადოქარი თხუთმეტ წუთში არ გამოჩნდებოდა, მაშინ ყველა მაყურებელს ფულს დაუბრუნებდა.


მაგრამ ზოგიერთმა მეამბოხემ არ მოისურვა ლოდინი და სცენაზე ანთებული სანთელი ისროლა. ჯერ ფარდას წაეკიდა ცეცხლი, შემდეგ კი დეკორაციას . დაიწყო პანიკა და ხალხი გასასვლელს ეცა. ამ ჭყლეტვაში თეატრი სერიოზულად დააზიანეს.


გაბრაზებულებმა და აჟიტირებულმა მაყურებელმა სცენა დაანგრიეს, სკამები მოგლიჯეს, ფარდები ჩამოგლიჯეს; ეს ყველაფერი ქუჩაში გამოათრიეს და კოცონზე დაწვეს.


image

მეორე დღეს კი გაზეთები გუშინდელი ინციდენტის შესახებ წერდნენ. რა ვერსიები აღარ იყო. იყო სტატიაც კი იმაზე, რომ თითქოს იდუმალმა ჯადოქარმა მანამდე წარმოდგენა მოაწყო ადგილობრივი არისტოკრატის სახლში, სადაც მართლაც ჩაჯდა ბოთლში. მასპინძელმა კი ბოთლს საცობით დაახურა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. საწყალ კაცს თურმე ბოთლში ინახავს და რომ არა ეს ბოროტი მდიდარი კაცი, ფაკირი აუცილებლად წარმოადგენდა ნომერს და გააოგნებდა საზოგადოებას.


ლონდონელებს ბილეთების ფული უკან არც არავინ დაუბრუნა .დღემდე დაუდგენელია ვინ იდგა ამ გრანდიოზული თაღლითობის უკან. თავიდან ეჭვობდნენ თეატრის დირექტორზე, . მაგრამ სამუელ ფუტმა კატეგორიულად უარყო მისი მონაწილეობა და ისიც კი თქვა, რომ იგი ცდილობდა თეატრის მეპატრონე დაერწმუნებინა, რომ საეჭვო გარიგებისგან თავი შეეკავებინა.



ხალხში გავრცელდა ჭორები, რომ თითქოს ჰერცოგი ჯონ მონტაგუ იყო ამ აფერის ავტორი, რომელმაც ასე გააბაიბურა ლონდონელები, მან თითქოს მეგობრებს დაუდო სანაძლეო, რომ გააბრიყვებდა გულუბრყვილო ადამიანებს, მათ ხომ იმდენად სურდათ სასწაულის სჯეროდეთ, რომ მზად არიან გადაიხადონ კიდეც, რათა დაიჯერონ მისი არსებობა.თუმცა არც მონტაგუზე დადასტურდა ეჭვები და საკითხი ასე ღიად დარჩა.

1
86
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
86
  
2023, 26 ივლისი, 22:57
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1