x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბლომად გაუჟუჟიათ უკრაინელებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები

image
რუსული, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" სირიაში, აფრიკაში ან უკრაინაში დაღუპული მებრძოლები იშვიათი გამონაკლისების გარდა საერთო სასაფლაოზე არ იკრძალებიან, მათ ძირითადად ერთ ლოკაციაზე ასაფლავებენ, თან "ვაგნერის" ლოგოიან პირამიდის ფორმის საფლავის ქვას უდგამენ იქ დაკრძალული მებრძოლის სახელი და გვარით, ასევე დაბადების და გარდაცვალების წლის, თვის და დღის აღნიშვნით.

ზედა სურათზე უკრაინაში დაღუპული "ვაგნერის" მებრძოლის ტიმაევის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია იძებნება:

ოლეგ რაშიდის ძე ტიმაევი, გაასამართლეს 2020 წელს საკმაოდ მძიმე დანაშაულის გამო და 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მკაცრი რეჟიმის გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდით, კოლონიიდან გაიყვანა "ვაგნერის" დამფუძნებელმა პრიგოჟინმა, ოლეგ ტიმაევი უკრაინაში დაიღუპა.

მეორე კადრში ალექსი ნიკოლოზის ძე კორშაკია. 2014 წელს ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის გამო, ასევე გაუპატიურების და სხვისი სიცოცხლის ხელჰყოფის ბრალდებით იქნა გასამართლებული და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ 2021 წელს თავის დროზე ცრუ ჩვენების მიცემის გამო ხელმეორედ იქნა გასამართლებული და დარჩენილ სასჯელს დაემატა 4 წელი, თუმცა თუმცა ციხეში "ვაგნერის" დამფუძნებლის მისვლის შემდეგ მოხდა მისი გადაბირება "ვაგნერში", ციხიდან განთავისუფლების შემდეგ იბრძოდა უკრაინაში "ვაგნერის" რიგებში, დაიღუპა ქალაქ ბახმუტში.

ვინ იცის რამდენი ასეთი სასაფლაოა რუსეთის ფედერაციაში, სადაც "ვაგნერელთა" საფლავებზე ასეთი პირამიდებია დადგმული.
მებრძოლზე არასდროს ვიტყვი ძვირს, მაგრამ მებრძოლად ვერასდროს იქცევა "ზეკი" რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს.

image
0
177
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
177