x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
17 გიჟური ფაქტი ყველაზე საშიში ნარკობარონის პაბლო ესკობარის შესახებ

image


პაბლო ესკობარი ისტორიაში შევიდა როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი და სასტიკი დამნაშავე. მიუხედავად იმისა რომ ის ხოცავდა მოსამართლეებს, პროკურორებს და ჟურნალისტებს, აფეთქებდა სამოქალაქო თვითმფრინავებსა და პოლიციის განყოფილებებს, თავადვე მონაწილეობდა მსხვერპლთა სიკვდილით დასჯის პროცესში, ის ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებსა და ღარიბებში. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას XX საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედის ცხოვრების გიჟური ფაქტების შესახებ შევაჩერებ.



image



1. პაბლო ესკობარი ისტორიაში ყველაზე მდიდარ კრიმინალად ითვლება, 1990-იანი წლების დასაწყისისთვის მისი სუფთა მოგება 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


image



2. პაბლო ესკობარს იმდენი ფული ჰქონდა, რომ რეზინის ლენტებზე თვეში 1000 დოლარსაც კი ხარჯავდა, რასაც ფულის დასტების გადასაჭერად იყენებდა.



image



3. შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად პაბლო ესკობარმა კოლუმბიის მთავრობას 20 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის გადახდა შესთავაზა.


image


4. ვირთხებისა და ობის გამო პაბლო ესკობარი ყოველწლიურად ფულის დაახლოებით 10%-ს კარგავდა, რაც 2, 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.




image


5. პაბლო ესკობარი იჯდა ციხეში, რომელიც თავადვე ააშენა და რომელიც აღჭურვილი იყო როგორც წყლის საწოლებით, ასევე გასართობი სისტემებით, ციხეს ჰქონდა მედელინის თვალწარმტაცი ხედები, რომელსაც მის მიერვე შერჩეული ციხის მცველები იცავდნენ.



image



6. ნარკობარონის ვაჟის მონაყოლის მიხედვით, როდესაც პაბლო ესკობარი და მისი შვილები მთებში სამთავრობო აგენტებს ემლებოდნენ, მან შვილების გასათბობად 2 მილიონი დოლარი დაწვა.



image


7. პაბლო ესკობარის ყოფილი სახლის დანგრევის დროს ახალმა მფლობელმა აღმოაჩინა სეიფი, რომელიც დღემდე ჩაკეტილი და გაუხსნელია.


image


8. ითვლება რომ აშშ-ში შესული კოკაინის 80% პაბლო ესკობარის მიერ იყო მიწოდებული.



image


9. პაბლო ესკობარმა და "ელ -მექსიკანომ" საფეხბურთო მატჩზე 2 მილიონი დოლარი დადეს. თითოეულმა მათგანმა პროფესიონალი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი შეარჩია, თამაში კი ესკობარის სახლში გაიმართა.


image

10. პაბლო ესკობარის ვაჟმა, ხუან პაბლო ესკობარმა "Netflix"-ს საკუთარი კანდიდატურა კონსულტანტად შესთავაზა რათა ფაქტები ისე წარმოედგინა, როგორც სინამდვილეში იყო, თუმცა კომპანიის დირექტორმა მის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

image


11. პაბლო ესკობარის ვაჟმა რადიოთი განაცხადა, რომ ის შურს იძიებდა და მოკლავდა ყველას, ვინც მამის სიკვდილში მონაწილეობდა. მოგვიანებით მან საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და არქიტექტორი გახდა.

image


12. პაბლო ესკობარი კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატის მოკვლას ცდილობდა, 1989 წლის 27 ნოემბერს ნარკობარონმა მისი თვითმფრინავი ააფეთქა, ავიაკატასტროფის შედეგად 110 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამიზნე თვითმფრინავში არ იყო.


image


13. პაბლო ესკობარის ქილერმა, ჯონ ხაირო ველასკესმა, რომელმაც 300 ადამიანი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ "იუთუბის" ვარსკვლავი გახდა.


image


14. პაბლო ესკობარმა 1985 წელს კოლუმბიაში იუსტიციის სასახლის ალყაში მოსაქცევად M-19 მეამბოხეები დააფინანსა. ალყის შედეგად კოლუმბიის უზენაესი სასამართლოს 25 მოსამართლიდან 11 დაიღუპა. ესკობარმა ასევე აჯანყებულები აიძულა მოეპარათ მტკიცებულება, რომელიც კოლუმბიას საშუალებას ძლევდა ესკობარი აშშ-ისთვის გადა.


image


15. 1982 წელს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ფიცის დადებას პაბლო ესკობარი კოლუმბიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა.



image


16. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კოლუმბიელმა მეკარემ რენე იგიტამ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, მიზეზად კი პაბლო ესკობარის მიერ ადამიანების გატაცებაში მისი თანამონაწილეობა და დახმარება დასახელდა.


image


17. ახალგაზრდა პაბლომ დანაშაულებრივი საქმიანობა მედელინის სასაფლაოდან საფლავების ქვების მოპარვით დაიწყო. ის შლიდა წარწერებს, რომლებსაც შემდეგ პანამელ გადამყიდველებზე ჰყიდდა.















0
674
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
674