x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
აშშს-ს არმიაში გაცხადდა საშინელი ექსპერიმენტები:მიცვალებულს ბავშვის თავს აკერებენ და ავიაბომბებით აფეთქებენ
image
აშშ-ში Reuters-ის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები გამოქვეყნდა. ეს ეხებოდა ბიოლოგიური რესურსების ცენტრის (BRC) საქმიანობას, რომელიც იღებდა გარდაცვლილთა ცხედრებს, სავარაუდოდ, შემდგომი სამეცნიერო კვლევისთვის.




ეს პრაქტიკა შედარებით გავრცელებულია არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც: ადამიანები იმედოვნებენ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი სხეული შეძლებს მეცნიერების სახელით მსახურებას და დაეხმარება ახალი აღმოჩენების გაკეთებაში, ჯერ კიდევ განუკურნებელი დაავადებებისგან თავის დაღწევაში და ა.შ.




ბიოლოგიური რესურსების ცენტრი (BRC) რომელიც მუშაობდა არიზონაში, იყო საბროკერო კომპანია: იქ ჩამოქონდათ გარდაცვლილი დონორების ცხედრები, ცენტრის თანამშრომლებს კიევალებოდათ შემდგომი კოორდინაცია და ცხედრების გაგზავნა სხვადასხვა კვლევით ცენტრებში.



Reuters-ის გამოძიებამ, რომელიც დათარიღებულია 2016 წლით, დაადგინა, რომ 20-ზე მეტი ცხედარი გადაეცა სამხედროებს, რომლებმაც ისინი გამოიყენეს დაბომბვისა და იარაღის ექსპერიმენტებისთვის. რაც არის კანონის დარღვევა, დონორთა თანხმობის არარსებობის გამო ასეთ სრულიად არამეცნიერულ „ექსპერიმენტებზე.“ აშშ-ს არმიაში მოქმედი კანონით იკრძალება ადამიანის სხეულის გამოყენება ნებისმიერი ტიპის იარაღის გამოცდის გამო.





გარდაცვლილის ნათესავებმა, რომელთა ცხედრები ასე საშინლად გამოიყენეს, ჯგუფური სარჩელი შეიტანეს ბიოლოგიური რესურსების ცენტრის(BRC-ის) წინააღმდეგ. აარიზონას მკვიდრმა, ჯიმ სტაუფერმა, რომლის დედა ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა, მისი სხეული მეცნიერებას უანდერძა, დარწმუნებული იყო, რომ გარდაცვლილის ნება სარგებელს მოუტანდა მათ, ვინც ამ დაავადებისგან ხსნას ეძებს, მაგრამ დორის სტაუფერის ცხედარი ახალი ტიპის საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად დანაწევრდა.




Reuters აგრძელებს მრავალწლიანი გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. შოკისმომგვრელი მასალების კიდევ ერთმა ნაწილმა შეაშფოთა ამერიკა: როდესაც ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს აგენტები პირველად მივიდნენ ბიოლოგიური რესურსების ცენტრის( BRC-ის) ოფისში, მათ ნახეს მამაკაცის სასქესო ორგანოებით სავსე ვედრო, მეორე ვედრო, რომელშიც მხოლოდ მოჭრილი ხელები და ფეხები იყო და მამაკაცის ტანი, რომელზეც პატარა გოგონას თავი იყო მიკერილი.



გარდაცვლილთა ცხედრების მიმართ მკრეხელური მოპყრობა BRC-ის ხელმძღვანელს სტივენ გორს ერთი წელი პატიმრობა დაუჯდა. დაიწერა სტატია "კომპანიის უსამართლო მართვა", მაგრამ აშშ-ს უმეტეს შტატში, გარდაცვლილთა ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა უბრალოდ არ არსებობს.



image

- როდესაც ხდება სხეულის შემოწირულობა, რამდენიმე შტატი არეგულირებს მის შემდგომ გამოყენებას, როგორიცაა დანაწევრება და ასევე იცავს დონორის უახლოესი ნათესავების უფლებებს. -აღიარებენ ჟურნალისტები. სხეულის და მათი ნაწილების შეერთებულ შტატებში ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება შესაძლებელია. შედეგად, პრაქტიკულად შეუძლებელია თვალყური ადევნოთ იმას, რაც ხდება დონორ ორგანოებთან დაკავშირებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ღირსეულად მოპყრობაზე.


0
192
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0