x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
გირკინმა ისაუბრა ბატალიონ "ალგას" სრულ განადგურებაზე უგლედართან და მეთაურებს იდიოტები უწოდა

image
წელს თებერვლის თვეში უკრაინაში, ქალაქ უგლედართან ახლოს მთლიანად განადგურდა თათრეთის რესპუბლიკაში დაკომპლექტებული ბატალიონი "ალგა" ბრძოლაში ჩართვამდე.


ამაზე ისაუბრა რუსული სპეცსამსახურების ყოფილმა პოლკოვნიკმა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა იგორ სტრელკოვ-გირკინმა "მოსკოვის თათართა შტაბის" -წარმომადგენელთან რუსტამ იამალეევთან საუბარში.

"ბატალიონი "ალგა" მძიმე ტექნიკით ისე მიიყვანეს ქალაქ უგლედარამდე, მათთვის არც სადაზვერვო მონაცემები მიუწოდებიათ და არც საბრძოლო ამოცანა დაუსახავთ, მათ უბრალოდ უბრძანეს შუბლით გაეტანათ უკრაინული დაცვის ხაზები და ქალაქი აეღოთ. ეს იყო სრული იდიოტობა, ეს იყო თავად ბატალიონების მეთაურების იდიოტიზმის გამოხატულება.


შეუტიო კარგად გამაგრებულ ქალაქს, რომელსაც ორ ეშელონიანი გამაგრებული პოზიციები აქვს, წინ და გვერდებზე კი ნაღმური ველები იცავს სრული იდიოტობაა. უბრალოდ ვიღაცას მოუნდა რუსეთის გმირის მედალი და ამ სურვილს შეწირეს საომარი მოქმედების სტანდარტებით სრულად დაკომპლექტებული ბატალიონის 95%-ი ბრძოლაში შესვლის დაწყებამდე.
რა საჭირო იყო დროშების ფრიალი ქალაქის შტურმის წინ ან მიტინგის გამართვა ბატალიონის შეკრების ადგილზე?


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აქო და ადიდა ბატალიონი მომავალი გმირობის წინ, რაც ქალაქ უგლდარის აღებით დაგვირგვინდებოდა, მაგრამ ამ იდიოტებმა ვერ გაითვალისწინეს ერთი რამ-უკრაინა დიდი ხანია უკვე ბრმად არ იბრძვის, უკრაინულმა დაზვერვამ, რომელიც სადაზვერვო დრონებით რეალურ დროში იღებდა ინფორმაციას ბატალიონის გადაადგილების მარშუტზე, დაინახა რა ერთ ადგილზე გაჩერებული ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ინფორმაცია და კოორდინატები მიაწოდა უკრაინელ არტილერისტებს, რომლებმაც მასირებული საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ბატალიონ "ალგას" თავშეყრის ლოკაციაზე, ბატალიონმა გაშლა დაიწყო და ნაღმურ ველზე აღმოჩნდა, ნაღმური ველის და უკრაინული არტილერიის მუშაობის შედეგად ბატალიონი პრაქტიკულად განადგურდა ტყვიის გასროლის გარეშე".

შეგახსენებთ, რომ ბატალიონი "ალგა" ეთნიკურად თათრებისაგან შედგებოდა.



0
178
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
178