x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოფიციანტებმა რუსი ტურისტები მიბეგვეს ღორული საქციელის გამო ჩერნოგორიაში
image
თუ კრიმინალი ქართველები ხშირად "გვასახელებენ" ევროპაში ქურდობით, რუსებმა თავი გაითქვეს, როგორც ბუნტისთავებმა და აბეზარმა ტურისტებმა.
რუსეთ-უკრაინის ომიდ დაწყების მერე რუსები კალიასავით მოედვნენ ევროპას, ვინც კი გაასწო სანქციებს, ფულიც გაიტანა და ახლა ევროპის ქვეყნებში ისვენებენ.


თუმცა ღორის საქციელს არსად არ მალავენ, ასე მოხდა ეგვიპტეში როცა რუსმა ტურისტმა ეგვიპტელებისათვის წმინდა წყაროში ჩააფ**სა, ასე მოიქცნენ თურქეთში, სადაც სასტუმროდან პირსახოცები გააყოლეს ხელს და სასტუმროს დაცვამ მიბეგვა რუსული წყვილი, ასე მოხდა საბერძნეთში, სადაც მთვრალმა რუსმა ღია ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამფორაში ჩაა***ქმა.



ამჯერად რუსმა ტურისტებმა თავი გამოიჩინეს საკურორტო ქალაქ რაფაილოვიჩში, სანაპიროზე სადაც მანქანების შესვლა აკრძალულია მანქანით შეიჭრა 4 მთვრალი რუსი მამაკაცი, დაეჯახნენ ბაიკერს. დაიწყეს სანაპიროზე დამსვენებლებისათვის გათვლილი ინფრასტრუქტურის განადგურება, შემდეგ შეიჭრნენ სასტუმრო "მონაკოს" პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში, სადაც ოფიციანტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორნის მეპატრონეს.



მიზეზად კი რესტორნის ცუდი მომსახურება დაასახელეს, მაგრამ აქ საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუ ცუდი მომსახურება აქვთ რესტორანში რატომაა დამსვენებლების მიერ მომსახურება 5 ბალიანი შკალით მაქსიმალური ქულით შეფასებული?




მთვრალი რუსები კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ ავეჯის და ინვენტარის მტვრევას, პოლიციის მოსვლამდე რესტორნის თანამშრომლებს, რომ არ ეყოჩაღათ. რესტორნის ოფიციანტები და თანამშროლები გაერთიანდნენ, რესტორნის სკამებით შეიარაღდნენ და რუსებს დაერივნენ, ერთმა რუსმა მამაკაცმა ბევრი კი იძახა, "რუსი ვარ, რუსი ვარო", მაგრამ გამწარებულმა ჩერნოგორიელებმა მაგრად მიბეგვეს მთვრალი რუსები, რომლებიც პოლიციამ დააკავა და მათ საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდის მერე სამუდამო დეპორტაცია ემუქრებათ ქვეყნიდან.



ამ ვიდეოში კარგად ჩანს რუსების მიბეგვა რესტორნის თანამშრომლების მიერ.

P.S
არც საქართველოში იქცევიან რუსები ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ნორმალური აზროვნების ადამიანი.



ნათუმში სვეს, ჭამეს და გასვლისას ფული არ გადაიხადეს, მიზეზად ცუდი მომსახურება დაასახელეს, რასაც კონფლიქტი მოჰყვა და რუსებს ჯერ ფული გადაახდევინეს, მერე კი კინწისკვრით გააძევეს რესტორნიდან.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალ საზღვაო კურორტ ანაკლიაში ადგილობრივმა მამაკაცმა "ჭკუა ასწავლა" მთვრალ რუს მამაკაცს, რომელმაც ქართველებს "იანკების ყურმოჭრილი მონები უწოდა" და "დიდება პუტინს" იღრიალა.

0
181
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
181