x
image
ქეთი1988
Mediator image
რისი გაკეთება ეკრძალებოდათ მუსულმანებს ხარჭებთან?

ისლამი უფლებას აძლევს მამაკაცს ჰყავდეს რამდნიმე ცოლი. ადრე ასევე შესაძლებელი იყო ხარჭების ყოლა, რომლებიც ან მონათა ბაზარზე შეძენილი ან სამხედრო ლაშქრობის დროს დატყვევებული ქალები იყვნენ. ხარჭა არ იყო თავისუფალი ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მასთან ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა.image

ყურანი დიდ ყურადღებას აქცევს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ქორწინებაში და მის გარეთ. წმინდა წიგნი მუსლიმებს აძლევს შესაძლებლობას აირჩიონ ოჯახური ცხოვრების გზა. ყველას აქვს უფლება აირჩიოს რამდენი ცოლი ჰყავდეს ან უპირატესობა მიანიჭოს მათ ხარჭებს. ოჯახური ცხოვრების ნათქვამია:

„თუ გეშინიათ, რომ არ იქნებით სამართლიანი ობლების მიმართ, მაშინ დაქორწინდით სხვა ქალებზე, რომლებიც მოგწონთ: ორზე, სამზე, ოთხზე. მაგრამ თუ გეშინიათ, რომ მათ მიმართ არ იქნებით თანაბრად სამართლიანი, მაშინ კმაყოფილი იყავით ერთით ან იმ ხარჭებით რომლებსაც თქვენი მარჯვენა ხელი დაეუფლა ‘’(ყურანი 4: 3).

იმისთვის, რომ ოჯახში ხარჭა მიეღო, მუსლიმს არ სჭირდებოდა მასზე დაქორწინება. ხარჭებს, კანონიერი ცოლებისგან განსხვავებით, არ ჰქონდათ საკუთრების უფლება. მამაკაცს ზოგადად შეიძლებოდა არ ჰქოლოდა კანონიერი ცოლი, მაგრამ ამავე დროს ჰყოლოდა ხარჭა. ის ვალდებული იყო ეზრუნა მასზე, მიეცა თავშესაფარი, საკვები და დაცვა. შარიათის კანონი ძალზე შეუწყნარებელია მრუშობის მიმართ. ეს კი მოიცავდა ურთიერთობას სხვის ცოლთან ან უბრალოდ თავისუფალ ქალთან და არა მონასთან.image

ხარჭებთან ურთიერთობაში გარკვეული კანონებიც მოქმედებდა. მაგალითად, ქალს ეკრძალებოდა სქესობრივი კავშირი, თუ ის ორსულად იყო. მაგრამ ამავე დროს ნებადართული იყო სხვადასხვა სახის მოფერება. აკრძალული იყო სიახლოვე იმ ხარჭასთან, რომელსაც ადრე სხვა ბატონი ჰყავდა. მათი დაშორების მომენტიდან გარკვეული პერიოდი უნდა გასულიყო. ყველაზე ხშირად ეს დრო მოიცავდა ერთ მენსტრუალურ ციკლის მაგრამ ზოგიერთ მუსულმანურ თემში საჭირო იყო 2-3 თვის ლოდინი.image

აკრძალული იყო ხარჭას ნების წინააღმდეგ მასთან სექსუალური ურთიერთობა ან მისი სხვა მამაკაცისთვის “გადაცემა“. თუკი ხარჭა თავისი ბატონის გამო უხამსი ცხოვრების წესს დაიწყებდა, ამაზე ვალდებულება ასევე ბატონს ეკისრებოდა.

„ნუ აიძულებ შენს ხარჭას პროსტიტუციას, თუ მათ სურთ სიწმინდე. მაგრამ თუ ვინმე აიძულებს მათ ამის გაკეთებას, ალაჰი შეუნდობს მათ, რადგან ეს იძულებითი იყო“ (ყურანი 24:34).image

აკრძალული იყო ხარჭებისთვის მორალური და ფიზიკური ტანჯვის მიყენება. ბატონთან ურთიერთობაში ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო. თუ ხარჭას პატრონისგან შვილი ეყოლა, მაშინ ის ვალდებული იყო მისთვის თავისუფლება მიეცა. ხარჭასთან დაბადებული ბავშვი კანონიერიიყო და ოჯახში იზრდებოდა ცოლების შვილებთან ერთად. თუკი ბატონი მოინდომებდა ხარჭას ცოლად მოყვანას, კანონი ამას არ ეწინააღმდეგებოდა. ამ შემთხვევაში მამაკაცს ჯერ მონობისგან უნდა გაეთავისუფლებინა ქალი და შემდეგ დაქორწინებულიყო მასზე.

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0